მანუელ პელეგრინი: "სიტის" ინგლისში ყველაზე ძლიერი თავდასხმა ჰყავს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ყველაზე ძლიერი თავდასხმის ხაზი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ "სიტიმ" ამ ზაფხულს "ფიორენტინადან" სტევან იოვეტიჩი, ხოლო "სევილიიდან" ალვარო ნეგრედო დაიმატა. თუმცა ტურინის "იუვენტუსში" კარლოს ტევესი წავიდა.

"ვფიქრობ, უძლიერესი ფორვარდები გვყავს. მათ ყველას ერთ დროს შეუძლია თამაში ან შეიძლება შეტევის წინა ხაზზე იოვეტიჩი და აგუერო ათამაშო.

ზუსტად ასეთი შესაძლებლობა მოგვცემს საშუალებას, ორ ფრონტზე, პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ვიბრძოლოთ.

ამჟამად კი ყველაზე მნიშვნელოვანია, "ნიუკასლთან" მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადოთ, რომ სეზონი ჩვენი სცენარის მიხედვით დავიწყოთ",
-
თქვა პელეგრინიმ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული