ანდრე ვილაშ-ბოაში: გარეთ ბეილთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" პორტუგალიელი თავკაცი ანრე ვილაშ-ბოაში გამორიცხავს, რომ გარეთ ბეილი მადრიდის "რეალში" ამ ზაფხულს გადავა. მეტიც, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი და ელოდება, რომ მალე უელსელი ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს ლონდონურ კლუბთან.

"ჩვენ მუდმივად ვეკონტაქტებით ფეხბურთელს და მის აგენტს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად გააფორმებს ახალ ხელშეკრულებას, მაგრამ მოლაპარაკება მიდის.

თუმცა ბეილის ახლანდელი კონტრაქტიც, რომელიც მან შარშან გააფორმა, შესანიშნ
ავი პირობებით არის შედგენილი და მას სანერვიულო არაფერი აქვს", - განაცხადა ვილაშ-ბოაშმა.

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილის ყიდვა ძალიან სურს მადრიდის
"რეალს" და საამისოდ "სამეფო კლუბი" ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარებასაც არ უშინდება. გარეთ ბეილი, შესაძლოა, 120 მილიონი ევრო დაუჯდეთ ესპანელებს.

აქამდე ვილაშ-ბოაში ამტკიცებდა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ მას გარანტია მისცა, რომ ბეილს სულ მცირე, ერთი სეზონით შეინარჩუნებდა.

ესპანური და ინგლისური პრესა ამტკიცებს, რომ "ტოტენჰემი" ბეილს დარჩენის სანაცვლოდ ხელფასის გაორმაგებას ჰპირდება - 4,5 მილიონი ევროდან 9 მილიონამდე სეზონში.

ასევე იხილეთ:
"მარკა": გარეთ ბეილმა მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი შეათანხმა
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ ღირს ეს კაცი 120 მილიონი რაა
რეი
17:51 26-07-2013
0
შეიძლება ვერც გაქაჩოს რეალში ინგლისელ ფეხბურთელს კონტინეტზე როდის უვარგია...
snooker
00:15 27-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული