- "ლივერპული" სწორად იქცევა, როცა ლუის სუარესის შესანარჩუნებლად თავგამოდებით იბრძვის. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია, თუმცა არსენ
გარიგება ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან. მეტიც, ასეთი ტემპერამენტის მოთამაშის გადაბირება ყოველთვის მოიცავს რისკს. ფეხბურთელი უკვე რამდენჯერმე მოექცა სკანდალის ეპიცენტრში. მას ჯერ კიდევ მოუწევს გონებაში იმის ჩაბეჭდვა, რომ რასობრივი ნიშნით ადამიანების შეურაცხყოფა და მოედანზე მეტოქის მცველთან ორთაბრძოლისას აკრძალული ილეთების გამოყენება (მაგალითად კბენა) არ შეიძლება. ამ შემთხვევაში მისთვის უკეთესი დამრიგებლის პოვნა, ვიდრე არსენ ვენგერია, შეუძლებელია. ფრანგი შეძლებს სუარესის ცხოვრებაში ჰარმონიის შეტანას.
ვენგერი ცხოვრებაში ყოველთვის განსაკუთრებული მაგალითია ხოლმე გარშემო მყოფი ადამიანებისთვის. მართალია, საფეხბურთო მინდორზე სულ სხვა მოთხოვნებია, მაგრამ სუარესი ასეთ შემთხვევაში მაინც მოგებული დარჩებოდა. გულის სიღრმეში ალბათ ყველამ ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ ვენგერისთვის მთავარია საქმე და არა სიტყვა.
ფეხბურთელს ხასიათი შეეცვლება მინდორზეც. არ დაგავიწყდეთ, რომ ვენგერს უამრავი ტოპკლასის თავდამსხმელთან უმუშავია, მაგალითად, იან რაიტთან, ნიკოლა ანელკასთან, დენის ბერგკამპთან, ტიერი ანრისთან, ნვაკვო კანუსა და რობინ ვან პერსისთან. თითოეულმა მათგანმა ფრანგი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მხოლოდ გააუმჯობესა თამაშის ხარისხი. ემანუელ ადებაიორმა სწორედ ვენგერის წყალობით გაიარა გზა რამდენიმე მეტრიდან ძელის ამცილებელი ფეხბურთელიდან სეზონში 30 გოლის გამტანამდე.
სუარესის ტალანტის შემჩნევა კი შეუიარაღებელი თვალითაც იოლად შეიძლება. გააქვს გოლები, თანაგუნდელებთან მისი ურთიერთქმედების ხარისხი კი ნათლად მიუთითებს, რომ მას გონება ნამდვილად უჭრის. "არსენალს" ჩემპიონობისთვის საბრძოლველად უმაღლესი კლასის თავდამსხმელი სჭირდება. ეს აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერი გუნდისთვის.
ბოლო წლების განმავლობაში შევეჩვიეთ, რომ "არსენალი" ვარსკვლავებს მხოლოდ ყიდის. ახლა უკვე ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ხმაურიანი კონტრაქტი გავჩარხოთ. ამ გარიგებას შეუძლია, "მეთოფეებს" ახალი იმედები გაუღვივოს და იმავდროულად "ლივერპულის" ამბიციებს წერტილი დაუსვას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლივერპული" "არსენალს" - გადაიხადეთ ან გაჩუმდით!