პაოლო დი კანიო: მკვლელი კი არ ვარ, მწვრთნელი ვარ!

AutoSharing Option
ინგლისური "სანდერლენდის" მთავარმა მწვრთნელმა პაოლო დი კანიომ, რომლის სიმკაცრის შესახებაც ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ, უარყო ხმები, თითქოს გუნდის ფეხბურთელებს მისი ეშინიათ.

45 წლის "ფაშისტ" იტალიელ სპეციალისტს ბრიტანულ გუნდში მართლაც მკაცრი დისციპლინა აქვს და ამის გამო მწვრთნელი-დიქტატორის რეპუტაციითაც სარგებლობს, თუმცა თავად პაოლო ამბობს, რომ მის გუნდში სრულიად სხვაგვარი ატმოსფეროა.

"ჩვენი გასახდელი ოჯახი გეგონებათ. ზოჯერ მართლაც არის ხოლმე გარკვეული უთანხმოება და როდესაც ვხედავ, რომ ბავშვები გზიდან უხვევენ, მათ ადგილზე ვაბრუნებ.

რაც შეეხება შიშს, არ შეიძლება მოთამაშეებს თავიანთი მწვრთნელის ეშინოდეთ. ეს შეუძლებელია. მე
მკვლელი არ ვარ, მე მხოლოდ მათი მწვრთნელი ვარ ",
- აქვეყნებს იტალიელის სიტყვებს La Gazzetta Dello Sport.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული