"ლივერპული" არ იყიდება!

AutoSharing Option
"ფინვეი სპორტს გრუპმა" საფეხბურთო კლუბი "ლივერპული" 2010 წელს შეიძინა 350 მილიონ ფუნტად (405 მილიონი ევრო).

ამერიკელმა მესაკუთრეებმა მას შემდეგ 187 მილიონი ფუნტი მარტო ტრანსფერებში დახარჯეს, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს. ჯონ ჰენრი და ტომ ვერნერი ბიზნესმენები არიან, მათთვის ინგლისის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მესაკუთრეობა შეიძლება სახელის მომტანიც იყოს, თუმცა პირველ რიგში ისინი საკუთარ ფინანსურ კეთილდღეობაზე ზრუნავენ. ინგლისური მასმედიის მტკიცებით, "ლივერპულის" გაყიდვა მათ უკვე გადაწყვეტილი აქვთ.

ცნობილია სავარაუდო ინვესტორის ვინაობაც, საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანია "საუდი არამკო", ვინც მზად არის, 350 მილიონი
ფუნტი გადაიხადოს. წყარო მიუთითებს, რომ არაბების გარდა ინტერესი არსებობს მავანი ამერიკელი მილიარდერების მხრიდანაც. ინგლისური მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უმალ აიტაცეს არაბულმა წყაროებმაც. ცხადია, "ფინვეი სპორტს გრუპის" პრესსამსახურმა რეაგირება არ დაახანა:

"ჩვენი კომპანია ყოველთვის გულწრფელად აფიქსირებს თავის პოზიციას. მიუხედავად ბრიტანული პრესაში ატეხილი აჟიოტაჟისა, ისევე როგორც წინა შემთხვევებში, "ლივერპულის" გაყიდვას არავინ არ გეგმავს. ხელმძღვანელობა არ შეხვედრია არც ერთ პოტენციურ ინვესტორს და არ ვიცით, ვინ ავრცელებს ამგვარ ცნობებს".

"ლივერპულმა" ტაილანდის ნაკრები დაამარცხა
აზიურ ტურნეზე მორიგი მატჩი გამართა "ლივერპულმა". მისი მეტოქე ტაილანდის ნაკრები იყო, ბრენდან როჯერსის გუნდმა 3:0 მოიგო.

ანგარიში ბრაზილიელმა ფილიპე კოუტინომ მე-17 წუთზე გახსნა.მეორე ტაიმის დასაწყისში (49-ე წუთი) ესპანელმა იაგო ასპასმა ორამდე გაზარდა უპირატესობა. 59-ე წუთზე ანგარიშს წერტილი კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა დაუსვა - 3:0. შეგახსენებთ, რომ ტაილანდის ნაკრებს ფიფას რეიტინგში 138-ე საფეხური იკავია. ლუის სუარესი, რომლის "არსენალში" შესაძლო გადასვლაზე ბევრი იწერება, თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუის სუარესის ბნელი მხარე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული