ჟოზე მოურინიოს ფერისცვალება

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიო ინგლისს პირველად 2004 წლის ზაფხულზე ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორის რანგში ეწვია სამუშაოდ. ახალგაზრდა პორტუგალიელმა ძალიან მალე საკუთარ თავს "განსაკუთრებული კაცი" უწოდა და ეს სახელი დღემდე შემორჩა.

ამბიციურმა სპეციალისტმა "ჩელსის" ლამის ყველა კონკურენტის მთავარ მწვრთნელთან მოასწრო ურთიერთობის გაფუჭება. მათ შორის ალექს ფერგიუსონთან (ნაკლებად), რაფა ბენიტესსა და არსენ ვენგერთან. ლონდონში დაბრუნების შემდეგ კი ის სულ სხვა ტალღაზეა მომართული. როგორც ჩანს, მას აღარ იტაცებს "სიტყვიერი ომი" ძველ მეტოქეებთან, მით უფრო, რომ პრემიერლიგაში ძველ კონკურენტთაგან მხოლოდ ვენგერიღა შემორჩა. აი, რა განაცხადა ჟოზემ "დეილი
მეილთან" ინტერვიუში:

- ვენგერი კარგი ადამიანია. ინგლისიდან წასვლის შემდეგ მას რამდენჯერმე შევხვდი უეფაში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე და ერთადაც ვისადილეთ. როდესაც ადამიანთან ერთ ლიგაში არ მუშაობ და მას მეტოქედ არ აღიქვამ, მაშინ უფრო იოლია მისი გაცნობა.

შეხვედრისას შესანიშნავი ატმოსფერო იყო და მასთან ფეხბურთზე საუბრით უზარმაზარი სიამოვნება მივიღე. აღმოჩნდა, რომ ის გულღია და დიდი შინაგანი კულტურის პიროვნება ყოფილა. მას უდიდეს პატივს ვცემ და ყოველთვის შევეცდები, ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო.

ეს ფეხბურთია. მაშინაც კი, როდესაც ადამიანთან მეგობრობ და მას პატივს სცემ, შესაძლოა, ისეთი რაღაცების ლაპარაკი მოგიხდეს, რაც მას არ ესიამოვნება. ამას კამათი მოსდევს. საბოლოო ჯამში ჩვენს ურთიერთდამოკიდებულებას ეს არ ცვლის. აშკარად ვგრძნობ, რომ ისიც მცემს პატივს. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ შორის პრობლემა აღარ არსებობს.

ვენგერმა ბევრი რამ უნდა მასწავლოს, რადგან მეც ძალიან მინდა, 17 წელი ინგლისში გავატარო. ჩვენი ბოლო საუბრისას მას სწორედ ეს ვუთხარი
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: ფერნანდო ტორესს ძირითადში ადგილისთვის ბრძოლა მოუწევს
მკითხველის კომენტარები / 3 /
როტსა არ ირტსი ნუ ტსერ ტკვილებს
reali
12:02 30-07-2013
0
გიორგის-რატომ ამბობ ტკვილს.რონალდო მაურინიოს კი არა პეპეს ეხვეტსა.90 პროტსენტს რეალის ფანებისა მაურინიოს გუნდ
















reali
12:01 30-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული