დევიდ მოიესი: ვაღიარებ, სესკ ფაბრეგასი ვერ ვიყიდეთ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" შოტლანდიელი მწვრთნელი დევიდ მოიესი აღიარებს, რომ სესკ ფაბრეგასისთვის ბრძოლაში დამარცხდა.

"ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ფაბრეგასს ვიყიდიდით, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ამის მიუხედავად, გუნდში ისედაც ბევრი ფეხბურთელია უმაღლესი დონის.

თუმცა გაძლიერება ნამდვილად გვჭირდება. ამიტომაც სატრანსფერო სეზონის დახურვამდე, კარგ ფეხბურთელს შევიძენთ"
, - დევიდ მოიესს არ დაუკონკრეტებია ვის შეიძენს ფაბრეგასის ნაცვლად "მანჩესტერ იუნაიტედი".

შეგახსენებთ, რომ ინგლისურ კლუბს ჯერ ტიაგო ალკანტარას ყიდვა სურდა, შემდგომ - ფაბრეგასის. ორივე შემთხვევაში "მანჩესტერ იუნაიტედს" ხელი მოეცარა.

ინგლისელები ფაბრეგასის შესაძენად ფულს არ იშურებდნენ, მაგრამ "ბარსელონამ" მის გაყიდვაზე უარი
თქვა.

ასევე იხილეთ:
აშკარად დაუჯერებელი: რამ უნდა მოხიბლოს სესკ ფაბრეგასი "მანჩესტერ იუნაიტედში"?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული