გარეთ ბეილმა "ტოტენჰემიდან" წასვლა საბოლოოდ გადაწყვიტა

AutoSharing Option
ესპანური პრესის მტკიცებით, გარეთ ბეილმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - ის "ტოტენჰემიდან" მიდის!

ბეილი ყველა გზებით შეეცდება კლუბის ხელმძღვანელობა დაითანხმოს მის ტრანსფერზე მადრიდის "რეალში", მათ შორის, ბოიკოტის გზითაც.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მატჩებში უელსელს ლონდონური კლუბის მაისურა არ მოურგია. ოფიციალურად ის ტრავმირებულია.

ბეილი "ტოტენჰემის" უარმა გააბრაზა "რეალის" წინადადებაზე - 60 მილიონი ევრო, პლუს ფაბიო კოენტრაო და ანხელ დი მარია. მადრიდელები არგენტინელს 30 მილიონად აფასებენ, პორტუგალიელს კი 20-ად. გამოდის, რომ მათ "ტოტენჰემს" 110 მილიონი ევრო შესთავაზეს.

"რეალს" მეორე წინა
დადებაც აქვს, 100 მილიონი ევრო და ერთი ფეხბურთელი (ოღონდ, დი მარია და კოენტრაო არა).

"რეალს" ბეილის დამატება უკვე ლოს ანჯელესის შეკრებაზე სურს.

შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემის" თავკაცი ანდრე ვილაშ-ბოაში სულ სხვა ინფორმაციას ავრცელებს, მისი თქმით ბეილთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მიდის მოლაპარაკება.

ასევე იხილეთ:
ანდრე ვილაშ-ბოაში: გარეთ ბეილთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული