მიუნხენის "ბაიერნი" დავიდ ლუისში 40 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
მას მერე, რაც ცნობილი გახდა, ჟოზე მოურინიო მაინცდამაინც არ წყალობს ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელ მცველ დავიდ ლუისსო, პრესაში ათასგვარი ხმა გავრცელდა მის სავარაუდო ტრანსფერზე.

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ "ბარსელონა" მის სანაცვლოდ 29 მილიონ ევროს იხდის, ახლა კი ცნობილი გახდა მიუნხენის "ბაიერნის" დაინტერესების შესახებაც.

ხოსეპ გვარდიოლას გუნდი ცენტრალურ მცველში 40 მილიონ ევროს გაიმეტებს. ამ თემაზე ადრეც იყო საუბარი, თუმცა მაშინ ჟოზე მოურინიომ და მათიას ზამერმა ყველაფერი უარყვეს.

წყარო მაინც დაჟინებით ამტკიცებს, რომ 26 წლის მცველის შესახებ მოლაპარაკების პირველი რაუნდი "ბაიერნსა" და
"ჩელსის" შორის ამ უქმეებზე უკვე შედგა.

ასევე იხილეთ:
Goal.com: "ბარსელონა" დავიდ ლუისში 29 მლნ ევროს იხდის

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული