"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი სამიზნე - მარუან ფელაინი

AutoSharing Option
ტიაგო ალკანტარას და სეს ფაბრეგასის ტრანსფერებზე განცდილი მარცხის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ევერტონიდან" ბელგიელი მარუან ფელაინის გადაბირებას შეეცდება.

ფელაინის გამოსასყიდი თანხა კონტრაქტის მიხედვით, 25,5 მილიონი ევროა, თუმცა იმავე კონტრაქტის თანახმადა, ეს თანხა 1 აგვისტოდან მოიმატებს. ამიტომაც "იუნაიტედს" სიჩქარე მართებს.

ინგლისური პრესა ამტკიცებს, რომ ბელგიელი მანჩესტერში, რიო ფერდინანდის რესტორან "როსოში" ნახეს.

ბელგიელი უნივერსალი ამჟამად ხელფასის სახით კვირაში 87 ათას ევროს იღებს. "მანჩესტერში" გადასვლის შემთხვევაში, 25 წლის ფელაინის ხელფასი მნიშვნელოვნად გაეზრდება.

ასევე იხილეთ:
მარუან ფელაინი: "ევერტონში" ვრჩები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული