"მანჩესტერ იუნაიტედი": მოთმინება, ბატონებო, მოთმინება

AutoSharing Option
დევიდ მოიესისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯერ კიდევ ვერ იქცა იმ ადგილად, სადაც ის თავს ბოლომდე კომფორტულად გრძნობს. სეზონი ჯერ არ დაწყებულა და შოტლანდიელმა გულშემატკივრებს სალაპარაკო უკვე მისცა, რადგან სატრანსფერო ბაზარზე ის ჯერჯერობით მეტისმეტად პასიურია.

ფანებს ეჩვენებათ, რომ უშუალო კონკურენტების გაძლიერების ფონზე "იუნაიტედის" საჩემპიონო შანსები შემცირდება. მოიესი კი ამტკიცებს, რომ მისი გუნდი მეტოქეებს არ უფრთხის. მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც არ აპირებს მოვლენათა ფორსირებას და მიაჩნია, რომ "იუნაიტედმა" აღებულ კურსს არ უნდა გადაუხვიოს. აი, რას ამბობს ის:

- როცა თამაშს იგებ, ხალხს ჰგონია,
რომ შენს საქმეში ძლიერი ხარ, თუმცა საკმარისია მომდევნო შეხვედრა დათმო, რომ უკვე არაფრის მაქნისი გამოდიხარ. იმედს იტოვებ, რომ რადიკალ გულშემატკივრებს რაციონალური აზროვნების უნარი აღმოაჩნდებათ, თუმცა მათ არ ესმით, თუ რას აპირებ შენ. "იუნაიტედის" მწვრთნელობა დიდი საქმეა. მე ჯერ კიდევ მჭირდება დრო აქაურობასთან შესაგუებლად.

საკითხის ასე დაყენება, ეშინია თუ არა "მანჩესტერს" ვინმესი, არასწორია. კი არ გვეშინია, უფრო მეტსაც გეტყვით, მოხარულები ვართ ჩვენს მეტოქეებთან კონკურენციის. სატრანსფერო ბაზარზე "პარი სენ-ჟერმენის" გამოჩენამ პროცესის ტრადიციული რიტმი დაარღვია, მაგრამ "იუნაიტედი" ამ მხრივაც კონკურენტუნარიანია. ჩვენს კლუბს ერთი დიდი პლუსი აქვს, რასაც ვერავინ დაგვიკარგავს - ისტორია. "იუნაიტედის" ავტორიტეტი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი გამოცდაა.

პირველი ტურნე ახალ გუნდთან ერთად ჩემთვისაც უდიდესი გამოცდილება იყო. საშუალება მომეცა, თავად დავრწმუნებულიყავი, თუ რამდენად პოპულარულია ეს კლუბი მსოფლიოში. ამას გარდა ახლოს გავიცანი ფეხბურთელები. ალექს ფერგიუსონის შემდეგ ბიჭებს ჩემი მეთოდების გაცნობაც მოუხდათ. ერთმანეთთან ადაპტაციის პერიოდი გარკვეული პერიოდი კიდევ გაგრძელდება
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ იუნაიტედი" ლუკა მოდრიჩში 25 მილიონ ფუნტს იხდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული