ფანებს ეჩვენებათ, რომ უშუალო კონკურენტების გაძლიერების ფონზე "იუნაიტედის" საჩემპიონო შანსები შემცირდება. მოიესი კი ამტკიცებს, რომ მისი გუნდი მეტოქეებს არ უფრთხის. მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც არ აპირებს მოვლენათა ფორსირებას და მიაჩნია, რომ "იუნაიტედმა" აღებულ კურსს არ უნდა გადაუხვიოს. აი, რას ამბობს ის:
- როცა თამაშს იგებ, ხალხს ჰგონია,
საკითხის ასე დაყენება, ეშინია თუ არა "მანჩესტერს" ვინმესი, არასწორია. კი არ გვეშინია, უფრო მეტსაც გეტყვით, მოხარულები ვართ ჩვენს მეტოქეებთან კონკურენციის. სატრანსფერო ბაზარზე "პარი სენ-ჟერმენის" გამოჩენამ პროცესის ტრადიციული რიტმი დაარღვია, მაგრამ "იუნაიტედი" ამ მხრივაც კონკურენტუნარიანია. ჩვენს კლუბს ერთი დიდი პლუსი აქვს, რასაც ვერავინ დაგვიკარგავს - ისტორია. "იუნაიტედის" ავტორიტეტი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი გამოცდაა.
პირველი ტურნე ახალ გუნდთან ერთად ჩემთვისაც უდიდესი გამოცდილება იყო. საშუალება მომეცა, თავად დავრწმუნებულიყავი, თუ რამდენად პოპულარულია ეს კლუბი მსოფლიოში. ამას გარდა ახლოს გავიცანი ფეხბურთელები. ალექს ფერგიუსონის შემდეგ ბიჭებს ჩემი მეთოდების გაცნობაც მოუხდათ. ერთმანეთთან ადაპტაციის პერიოდი გარკვეული პერიოდი კიდევ გაგრძელდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ იუნაიტედი" ლუკა მოდრიჩში 25 მილიონ ფუნტს იხდის