ბაფეტიმბი გომისი "ლიონიდან" "ნიუკასლში" გადავიდა

AutoSharing Option
"ლიონის" პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ დაადასტურა, რომ ბაფეტიმბი გომისის "ნიუკასლისთვის" მიყიდვას მწვანე შუქი აუნთო.

"ჩვენ დავეთანხმეთ "ნიუკასლის" წინადადებას ბაფეტიმბი გომისის შესახებ. ინგლისელები 8 მილიონ ევროს იხდიან, პლუს ამას 2 მილიონი ბონუსების სახით.

ჩვენ თითქმის მოვილაპარაკეთ, მხოლოდ აგენტთა გასამრჯელო გვაქვს დასაზუსტებელი ამას კი 1-2 დღე უნდა"
, - განაცხადა ოლამ.

სენაგალური წარმოშობის 27 წლის გომისი 2009 წლიდან "ლიონში" თამაშობს. მან საფრანგეთის ნაკრებში 6 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ასევე იხილეთ:
"მამლებს" სამირ ნასრი გამოაკლდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული