უეინ რუნი: "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენა მსურს

AutoSharing Option
"სტარ სანდისთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში უეინ რუნიმ განაცხადა, რომ მას "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენა სურს და ამიერიდან ამ თემაზე კომენტარისგან თავს შეიკავებს.

როგორც ჩანს, მართალია, დევიდ მოიესმა, რომელმაც ჯერ ვერ შეძლო კარგი ტრანსფერის გაჩარხვა, ერთი მაინც შეძლო - შეინარჩუნა უეინ რუნი, რომელმაც ჯერ კიდევ ალექს ფერგიუსონს განუცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლა სურდა.

შეგახსენებთ, რომ რუნის შეძენა ლონდონის "ჩელსის" სურდა, ამაზე ჟოზე მოურინიო ღიადაც ლაპარაკობდა.

ასევე იხილეთ:
დევიდ მოიესი: უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედს" სტოკჰოლმში შეუერთდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული