ალი სისოკო "ვალენსიადან" "ლივერპულში" გადავიდა

AutoSharing Option
"ვალენსიამ" ფრანგი მცველი ალი სისოკო "ლივერპულში" გაასხვისა. "ღამურების" მარცხენა მცველი სეზონს იჯარის წესით გაატარებს ინგლისურ კლუბში.

ფინანსური პრობლემების გამო ესპანური კლუბების უმეტესობას ქამრები ისე აქვს წელში წაჭერილი, რომ ლამისაა სუნთქვა შეეკრას.

არახალია, რომ ესპანეთში მძვინვარე ეკონომიკური კრიზისმა და უზარმაზარმა უმუშევრობამ საფეხბურთო კლუბებსაც დაასვა დაღი. ერთ-ერთი გაჭირვებული "ვალენსიაა".

ორიოდე დღის წინ "ღამურებმა" რობერტო სოლდადო "ტოტენჰემში" გაყიდეს, უქმეებზე კი იძულებულნი გახდნენ, რომ "ლივერპულში" ალი სისოკოს ტრანსფერსაც დათანხმებოდნენ.

"ენფილდზე" მას ხოსე ენრიკესთან მოუწევს კონკურირება

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXXVII ტური: "ვალენსია" დაწინაურდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული