ლონდონის "ტოტენჰემმა" შესაძლოა გარეთ ბეილი დასაჯოს

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობამ შესაძლოა გუნდის ფეხბურთელი გარეთ ბეილი იმის გამო დასაჯოს, რომ ის მადრიდის "რეალთან" მოლპარაკების დაჩქარებას ცდილობს.

"ტოტენჰემი" ბეილის დასჯას, მისი სათადარიგოთა სკამზე დასმით აპირებს.

ზუსტად ასე მოექცა კლუბი დიმიტარ ბერბატოვს, რომელიც მაშინ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადადიოდა და ლუკა მოდრიჩს.

მოდრიჩი საერთოდ შემადგენლობიდან ამოაგდეს და ხორვატი ფეხბურთელი გუნდთან ერთად წინასასეზონო მომზადებას არ გადიოდა. საბოლოოდ მოდრიჩი "სამეფო კლუბში" გადავიდა.

ბეილის ტრანსფერზე უფრო კონკრეტული დეტალები კლუბების პრეზიდენტების ფლორენტინო პერესისა და დანიელ ლევის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც უახლოესს დღეებში გაიმართება.

მომზადებულია Marca-ს
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული