"პრესტონი" და "ბლექპული" ერთმანეთთან სერიოზულად დაპირისპირებული კლუბები არიან, მათ შორის მატჩი მუდამ დაძაბულია.
როცა 87-ე წუთზე "პრესტონის" ტომ კლარკმა გამარჯვების გოლი (1:0) გაიტანა, გახარებული ხალხი მოედანზე გადმოეშვა და მათი შეკავება სტიუარდებმა ვეღარ შეძლეს. საქმეში ბრიტანეთის ცხენოსანი პოლიციელები ჩაერთვნენ.
ყველაზე სერიოზული ინციდენტის მიზეზი პოლიციელის ცხენი გახდა, რომელმაც გადათელა ერთ-ერთი სტიუარდი. სტიუარდი რამდენიმე მოტეხილობით გადაურჩა სიკვდილს (ნეკნები და მხარი ჩაემსხვრა).
მატჩს 18 ათასი გულშემატკივარი დაესწრო.