შეგახსენებთ, სუარესმა განაცხადა, რომ "ლივერპული" დაპირდა მას, რომ თუ გუნდი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებდა, წასვლის ნებას დართავდნენ.
ხოლო "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა ამ განცხადების გამო სუარესი კლუბის მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა.
"ბრენდან როჯერსს შეუძლია ერთგულებასა და უპატივცემულობაზე ისაუბროს, მაგრამ ჯერ ამ სიტყვების მნიშვნელობა ლექსიკონში ნახოს.
გასულ წელს სუარესს ჰქონდა შესაძლებლობა დიდ კლუბში გადასულიყო, მაგალითად ტურინის "იუვენტუსში", რომელმაც იტალიის ჩემპიონატი მოიგო. ამის მაგივრად
მე ვიცოდი ლუისისა და კლუბს შორის შეთანხმებაზე და დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგაში ვერ გავიდოდა, მას წასვლის ნებას დართავდნენ", - თქვა კავანიმ.
მომზადებულია Irish Mirror-ის მიხედვით