როი ჰოჯსონი: უეინ რუნის გონება სრულ წესრიგშია

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ 27 წლის უეინ რუნი ნორმალურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, იმის მიუხედავად, რომ მისი სავარაუდო ტრანსფერის გამო კლუბში დაძაბული სიტუაცია აქვს.

შეგახსენებთ, რომ უეინს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" აბარგება და ლონდონის "ჩელსიში" გადასვლა სურს. ოფიციალური მიზეზით მას ტრავმა აქვს ამიტომ არ თამაშობს კლუბში, მაგრამ ამავე დროს "ტრავმირებული" რუნი ნაკრებშია და შოტლანდიასთან მატჩისთვის ემზადება.

"მისი გონება სრულ წესრიგშია, მას ძალიან კარგად შეუძლია კლუბის პრობლემების დავიწყება როცა ნაკრებში გამოდის. მე ამას ნებისმიერ ფეხბურთელს ვთხოვ. ყოველთვის ველი, რომ ჩემს მიერ
გამოძახებული ფეხბურთელები მუდმივად მხოლოდ სანაკრებო ბატალიებზე ფიქრობენ.

ფიზიკურად ის კარგადაა და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა ამას შოტლანდიასთან მატჩში დაამტკიცებს"
, - განაცხადა როი ჰოჯსონმა.

ასევე იხილეთ:
როი ჰოჯსონი უეინ რუნის ჯანმრთელობით არ გარისკავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული