არსენ ვენგერმა მორიგი მარცხი განიცადა სატრანსფერო ბაზარზე. ინგლისური პრესის ცნობით, ახლა ლონდონური კლუბი "მანჩესტერ სიტის" ედინ ჯეკოსა და "სუონსის" მიგელ მიჩუს შეძენაზე გადაერთვება.
ინფორმაციის წყარო "დეილი მირორია".
შეგახსენებთ, რომ "არსენალმა" ვერ შეძლო ამ ზაფხულს ვერც გონსალო იგუაინის ყიდვა, ვერც დავიდ ვილიასი და ვერც სტევან იოვეტიჩის.
ამასობაში "არსენალმა" შესაძლოა, ვერც ლუის გუსტავო შეიძინოს, რადგან ბრაზილიელის დამატების სურვილი "ბარსელონამაც" გამოთქვა.
ასევე იხილეთ: