არსენ ვენგერს ახლა ედინ ჯეკო ან მიგელ მიჩუ სურს

AutoSharing Option
მას მერე, რაც ლუის სუარესმა მოულოდნელად განაცხადა, რომ "ლივერპულში" რჩება და ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს, ლონდონის "არსენალის" მესვეურები ახალ სამიზნეებზე გადაერთვნენ.

არსენ ვენგერმა მორიგი მარცხი განიცადა სატრანსფერო ბაზარზე. ინგლისური პრესის ცნობით, ახლა ლონდონური კლუბი "მანჩესტერ სიტის" ედინ ჯეკოსა და "სუონსის" მიგელ მიჩუს შეძენაზე გადაერთვება.

ინფორმაციის წყარო "დეილი მირორია".

შეგახსენებთ, რომ "არსენალმა" ვერ შეძლო ამ ზაფხულს ვერც გონსალო იგუაინის ყიდვა, ვერც დავიდ ვილიასი და ვერც სტევან იოვეტიჩის.

ამასობაში "არსენალმა" შესაძლოა, ვერც ლუის გუსტავო შეიძინოს, რადგან ბრაზილიელის დამატების სურვილი "ბარსელონამაც" გამოთქვა.

ასევე იხილეთ:
ლუის სუარესი: "ლივერპულში" ვრჩები

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული