ამხანაგურ მატჩში გადამწყვეტი დებიუტანტი რიკი ლამბერტის გამოსვლა გამოდგა, რომელმაც უეინ რუნი შეცვალა.
სწორედ ლამბერტმა გაიტანა შოტლანდიელთა კარში გადამწყვეტი გოლი. 31 წლის ლამბერტმა ბეინესის კუთხური თავით გოლად აქცია.
"ის, რაც ლამბერტს ამ დღეებში გადახდა, ზღაპრულ ისტორიას ჰგავს. ის ძალიან მონდომებული იყო და დაიმსახურა გოლი, რომელმაც გამარჯვება მოგვიტანა", - განაცხადა როი ჰოჯსონმა.
"დღეს მოხდა ის, რაზეც ალბათ მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. დიდი სურვილი მაქვს, ნაკრებში დავმკვიდრდე და მუნდიალზე ვითამაშო", - განაცხადა ვეტერანმა
ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014 და ამხანაგური მატჩები: ირლანდიური ხაფანგი მაესტროსთვის [VIDEO]