განსაკუთრებით ეს შეტევის ხაზზე ითქმის, სადაც კოტდივუარელი ვილფრიდ ბონი ითამაშებს.
ინგლისის ჩემპიონები სერ ალექს ფერგიუსონის გარეშე დარჩნენ, რაც მათზე ზეწოლას განსაკუთრებით აძლიერებს. სწორედ ამ ფაქტორის გამოყენებას გეგმავენ პირველ ტურში მისი მეტოქეები.
აი, რას ფიქრობს "სუონსის" 29 წლის ჰოლანდიელი კარის დარაჯი მიხელ ვორმი:
- მოიესმა ევროპის ლიგაზე "მალმიოსთან" ჩვენს შეხვედრას ტრიბუნებიდან ადევნა თვალი და ბუნებრივია, შესაბამისი დასკვნები გააკეთა. შოტლანდიელმა უკვე ნახა,
მას ისიც ეცოდინება, რომ "იუნაიტედს" ჩვენს სტადიონზე წინა წლებში რთული დღეები აქვს გადატანილი. "ევერტონში" მუშაობისას მოიესმა რამდენჯერმე მძიმე მარცხი გვაგემა, ასე რომ, მან იცის, როგორ უნდა ითამაშოს ჩვენ წინააღმდეგ.
მეორე მხრივ, ეს ძველი "სუონსი" უკვე აღარ არის. ფსიქოლოგიური წნეხი მარტო მოიესზე კი არა, მის გუნდზეც მოქმედებს.
რაც შეგვეხება ჩვენ, პრემიერლიგაში გატარებული ორი სეზონის შემდეგ ჩვენგან ამდენს არავინ ელოდა. ახლა კი დამოკიდებულება რადიკალურად შეცვლილია და რაღაც დონეზე უკვე სერიოზულადაც კი აღგვიქვამენ. ეს კი მეტ ზეწოლას ნიშნავს.
ჩემი აზრით, ამ პირობებში თამაში უფრო საინტერესოა. ევროტურნირებზე უკვე ჩავერთეთ და დავამტკიცეთ, რაც შეგვიძლია.
წარმატებული დასაწყისი "სუონსიზე" დადებითად მოქმედებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ესპანეთი, ევროპული ფეხბურთის საბადო