"ლივერპული": ლუის სუარესს ბოდიში მოახდევინეს

AutoSharing Option
ბრენდან როჯერსი პრინციპული ადამიანი რომ არის, არაერთხელ დაამტკიცა. ის არასოდეს ერიდება რისკზე წასვლას.

ამის ნათელი მაგალითია სიმონ მინიოლეს შეძენა და 8-წლიანი სამსახურის შემდეგ პეპე რეინასთან გამომშვიდობება.

ჩრდილოირლანდიელი არ მოერიდა ლუის სუარესის ავტორიტეტსაც კი და ფეხბურთელი "ლივერპულის" ძირითად გუნდს ჩამოშორა.

როგორც ჩანს, სამხრეთამერიკელმა გაიაზრა, რომ ჭირვეულობა კარგს არაფერს მოუტანდა. შესაბამისად, დაემორჩილა მწვრთნელის კატეგორიულ მოთხოვნას, თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა და 16 აგვისტოს მათთან ერთად ვარჯიშის უფლება მოიპოვა.

ამის დასტურად საინფორმაციო სააგენტოებმა ფოტოებიც გაავრცელეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მერე კბენას გადააჩვიეს,თუ ჯერ ვერა?
giorgi
19:36 17-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული