ფრენკ ლემპარდი: პენალტის გატანა სულ უფრო რთული ხდება

AutoSharing Option
ფრენკ ლემპარდი "ჩელსისა" და "ჰალ სიტის" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ეს გასაკვირი არც არის, რადგან შავი სამუშაოს გარდა, მან ულამაზესი საჯარიმო დარტყმაც გაიტანა.

ვეტერანი აღფრთოვანებულია იმ ატმოსფეროთი, რომელიც "სტემფორდ ბრიჯზე" ჟოზე მოურინიოს დაბრუნების შემდეგ გამეფდა.

- შესანიშნავი დასაწყისი იყო. განსაკუთრებით, ეს პირველ ტაიმზე ითქმის, როდესაც უკეთ გამოგვდიოდა ბურთის გათამაშება და შესაბამისად, მომენტებსაც უხვად ვქმნიდით.

სასიამოვნო გრძნობაა, როცა ხედავ, სეზონისთვის მზადების პროცესში გაწეული უზარმაზარი სამუშაო როგორ გადგება ოფიციალურ შეხვედრაში.

მეორე ტაიმში ოდნავ უარესად გამოვიყურებოდით, თუმცა ამ მომენტისთვის ცხადი იყო, რომ თამაში
მოგებული გვქონდა. შეხვედრის ანალიზს აუცილებლად გავაკეთებთ. ვნახავთ, როგორ შეიძლება თამაშის ხარისხის ზრდა.

საჯარიმოს ვინ დაარტყამდა, კარგა ხანს ვიმსჯელეთ. სასიამოვნოა, რომ ამის გაკეთება ბოლოს მე მომანდეს. ხდება ხოლმე ასე, ხანდახან ბურთს უკეთ გრძნობ და იცი, რომ პირდაპირ კარებში წავა.

დროთა განმავლობაში ბურთები იცვლება და შესაბამისად, განსხვავებულია მათთან მოპყრობის ტექნიკაც. პენალტის გატანა სულ უფრო რთული ხდება. ახლაც ასე იყო. მოსამზადებელ ეტაპზე თერთმეტმეტრიანების დარტყმის პრაქტიკა ნაკლებად მქონდა და შეიძლება ითქვას, ამის გამო ცოტა მოშვებული ვიყავი.

მოურინიოსთან ტრიბუნების შეხვედრა განსაკუთრებული იყო. გულშემატკივარი ჟოზეს აღმერთებს. ჩვენ ყველამ ვიცით, რას ნიშნავს მოურინიოსთვის "ჩელსი" და რამდენად ღირებულია ის ხალხისთვის.

მიუხედავად ყველაფრისა, ის ბოლომდე თამაშზე იყო კონცენტრირებული. ჩემთვის სასიამოვნოა "სტემფორდ ბრიჯზე" არსებული აჟიოტაჟი. ამის გამო თამაშამდე ცოტას ვნერვიულობდი კიდეც.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინგლისი. პრემიერლიგა. I ტური: წესიდან გამონაკლისი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული