ეს გასაკვირი არც არის, რადგან შავი სამუშაოს გარდა, მან ულამაზესი საჯარიმო დარტყმაც გაიტანა.
ვეტერანი აღფრთოვანებულია იმ ატმოსფეროთი, რომელიც "სტემფორდ ბრიჯზე" ჟოზე მოურინიოს დაბრუნების შემდეგ გამეფდა.
- შესანიშნავი დასაწყისი იყო. განსაკუთრებით, ეს პირველ ტაიმზე ითქმის, როდესაც უკეთ გამოგვდიოდა ბურთის გათამაშება და შესაბამისად, მომენტებსაც უხვად ვქმნიდით.
სასიამოვნო გრძნობაა, როცა ხედავ, სეზონისთვის მზადების პროცესში გაწეული უზარმაზარი სამუშაო როგორ გადგება ოფიციალურ შეხვედრაში.
მეორე ტაიმში ოდნავ უარესად გამოვიყურებოდით, თუმცა ამ მომენტისთვის ცხადი იყო, რომ თამაში
საჯარიმოს ვინ დაარტყამდა, კარგა ხანს ვიმსჯელეთ. სასიამოვნოა, რომ ამის გაკეთება ბოლოს მე მომანდეს. ხდება ხოლმე ასე, ხანდახან ბურთს უკეთ გრძნობ და იცი, რომ პირდაპირ კარებში წავა.
დროთა განმავლობაში ბურთები იცვლება და შესაბამისად, განსხვავებულია მათთან მოპყრობის ტექნიკაც. პენალტის გატანა სულ უფრო რთული ხდება. ახლაც ასე იყო. მოსამზადებელ ეტაპზე თერთმეტმეტრიანების დარტყმის პრაქტიკა ნაკლებად მქონდა და შეიძლება ითქვას, ამის გამო ცოტა მოშვებული ვიყავი.
მოურინიოსთან ტრიბუნების შეხვედრა განსაკუთრებული იყო. გულშემატკივარი ჟოზეს აღმერთებს. ჩვენ ყველამ ვიცით, რას ნიშნავს მოურინიოსთვის "ჩელსი" და რამდენად ღირებულია ის ხალხისთვის.
მიუხედავად ყველაფრისა, ის ბოლომდე თამაშზე იყო კონცენტრირებული. ჩემთვის სასიამოვნოა "სტემფორდ ბრიჯზე" არსებული აჟიოტაჟი. ამის გამო თამაშამდე ცოტას ვნერვიულობდი კიდეც.
იხილეთ ვიდეო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. I ტური: წესიდან გამონაკლისი [VIDEO]