პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყანაში, რომელიც ტრადიციებისადმი ერთგულებით არის ცნობილი, სხვებზე ადრე გადადგეს ნაბიჯი, რომელსაც, იმედია, პირველ ეტაპზე სხვა წამყვან ქვეყნებშიც მიბაძავენ.
ინგლისურ ელიტურ ლიგაში გოლების ფიქსაციის ელექტროსისტემა ამოქმედდა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ამიერიდან კუნძულზე შეკითხვა, გავიდა თუ არა გოლი, აღარასოდეს დაისმება. უქმეებზე "ლივერპული-"სტოკისა" და "ჩელსი"-"ჰალის" მატჩებში მისი ეფექტურობა უკვე დამტკიცდა.
Hawk-Eye-ს შემქმნელების მტკიცებით,
* * *
სიტი-ნიუკასლი 4:0
"მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" ზედიზედ მეორედ მოუგო 4:0.
"ქალაქელებმა" უკანასკნელი 12-დან "კაჭკაჭები" 10-ჯერ დაამარცხეს და ორჯერ ითამაშეს ფრედ.
I ტური ორშაბათ საღამოს ცენტრალურმა დაპირისპირებამ დააგვირგვინა - "მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" უმასპინძლა. გულწრფელად რომ გითხრათ, გვეგონა, "კაჭკაჭები" ექსჩემპიონს მეტ წინააღმდეგობას გაუწევდნენ.
"ქალაქელებს" ხელი შეუწყო პირველი ტაიმის მიწურულს სტივენ ტეილორის გაძევებამაც. ობიექტური მიზეზების გათვალისწინებითაც კი, ის, რაც მეორე ნახევარში მოედანზე ხდებოდა, ნაკლებად ჰგავდა პრემიერლიგის ერთი გუნდის დაპირისპირებას მეორესთან.
გასაგებია, რომ კაცნაკლულ მეტოქესთან უბურთოდ თამაში ძალიან ძნელია, თუმცა ტაინსაიდელები ამ ეტაპზე ფიზიკურად აშკარად სუსტად არიან მომზადებულნი. შეხვედრის ბოლოს შეცვლაზე შესული სტუმარი ფეხბურთელებიც კი ძლივს დარბოდნენ.
მასპინძლებს სიჩქარეები რომ ჩაერთოთ, დარწმუნებულნი ვართ, ჩრდილოელებისთვის ანგარიში კიდევ უფრო სამარცხვინო იქნებოდა. 88-ე წუთზე ანდრე მარინერმა და მისმა ასისტენტმა მასპინძელთა ესპანელ თავდამსხმელ ალვარო ნეგრედოს პრემიერლიგაში გატანილი პირველი გოლი უსამართლოდ არ ჩაუთვალეს.
საიდან მოიტანა გამოცდილმა არბიტრმა თამაშგარე, წარმოდგენაც კი გვიჭირს.
იხილეთ ვიდეო
მანუელ პელეგრინი (მანჩესტერ სიტი):
"მართლა ძალიან ბედნიერი ვარ და მარტო იმიტომ არა, რომ 3 ქულა ავიღეთ. გუნდმა პირველიდან ბოლო წუთამდე მაღალ დონეზე ითამაშა. ეს ორი ფაქტორი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მთელი თამაში თავდასხმაში გავატარეთ, ამისგან კი ფეხბურთელებმა დიდი სიამოვნება მიიღეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მეტოქეები სწორედ შემტევ გუნდად გვიცნობდნენ. კმაყოფილი ვარ ახალწვეულების თამაშითაც. ნავასი მუდმივად მოძრაობდა და მნიშვნელოვან გადაცემებს ასრულებდა, ფერნანდინიო კი ძალიან დიდ შავ სამუშაოს ასრულებდა".
ალან პარდიუ (ნიუკასლი):
"სტივენ ტეილორის გაძევებამდე კარგად ვთამაშობდით. მისმა სულელურმა გამოხდომამ კი გუნდს მთელი ჯაფა წყალში ჩაუყარა, რის გამოც მან თანაგუნდელებს გასახდელში ბოდიშიც კი მოუხადა".
ლივერპული-სტოკი 1:0
"სტოკ სიტის" "ენფილდზე" ერთხელაც არ უმარჯვია, მოყოლებული 1959 წლის მარტიდან.
მასპინძლებმა პირველად მოუგეს მეტოქეს პრემიერლიგის უკანასკნელ ხუთ შეხვედრაში. ბოლო ორ სეზონში "წითლებს" ორი ფრე (ორივე შინ) და ორი წაგება (გასვლაზე) ჰქონდათ.
"ლივერპულმა" "სტოკთან" ბოლო 11 შეხვედრიდან მხოლოდ მესამედ იმარჯვა. ამდენივე გამარჯვება აქვთ აქტივში "მეთიხეებს". დარჩენილი 5-დან 4 დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.
იხილეთ ვიდეო
არსენალი-ასტონ ვილა 1:3
"არსენალმა" "ასტონ ვილასთან" უკანასკნელი 30 თამაშიდან მხოლოდ მესამედ წააგო (18 მოგება, 9 ფრე).
"ვილამ" ჩრდილოეთ ლონდონში უკანასკნელი 28 სტუმრობიდან მესამედ მოიგო და თანაც სამჯერვე "ემირეიტსზე". "ჰაიბერიზე" მათ ასეთი ბედნიერება არ სწვევიათ. ახალ სტადიონზე მერვე შეხვედრაში კი სტუმართა ანგარიშზე უკვე 11 ქულაა.
იხილეთ ვიდეო
ნორვიჩი-ევერტონი 2:2
"ნორვიჩს" "ევერტონთან" შინ ჩატარებულ 7 შეხვედრაში მხოლოდ 1 მარცხი აქვს.
"იადონების" რეკორდულ მოგებად დღემდე ითვლება 1993 წლის სექტემბერში "გუდისონ პარკზე" გამარჯვება, ანგარიშით 5:1.
მასპინძლებმა პრემიერლიგაში დაბრუნების შემდეგ მე-5 თამაში ჩაატარეს "ლურჯებთან" და ერთხელაც არ დამარცხებულან - 1 მოგება, 4 ფრე.
მერსისაიდელებს მეტოქესთან მხოლოდ 3 მოგება აქვთ უკანასკნელ 13 დაპირისპირებაში.
სანდერლენდი-ფულჰემი 0:1
"ფულჰემს" "სტედიუმ ოფ ლაითსზე" ზედიზედ ხუთი შეხვედრა დაუგროვდა წაუგებლად. აქედან - 2 მოგება, 3 ფრე.
ამ წყვილის შეხვედრებში გოლები იშვიათი ხილია. 11 მატჩიდან 4 სულაც უგოლოდ დასრულდა და მხოლოდ 3-ჯერ მოხდა, რომ მეტოქეთაგან ორივემ გაიტანა.
ვესტ ბრომვ.-საუთჰემპტონი 0:1
"ვესტ ბრომვიჩი" "წმინდანებთან" უკანასკნელი 9 შეხვედრიდან მხოლოდ მეორედ დამარცხდა. დარჩენილი 7-დან 2 მოგება, 5 ფრე აქვს.
შარშანდელ შეხვედრაში ამავე სტადიონზე მასპინძელმა მეტოქე მშრალად, 2:0 დაამარცხა.
ვესტ ჰემი-კარდიფი 2:0
"ვესტ ჰემმა" უელსელი მეტოქე უკანასკნელი 6 თამაშიდან 5-ჯერ დაამარცხა, თანაც ისე, რომ მისგან გოლიც არ მიუღია.
"კარდიფისთვის" "აპტონ პარკზე" გოლის გატანა პრობლემაა. უკანასკნელად ერთზე მეტი ბურთი 1948 წლის მარტში გაიტანეს. ის შეხვედრა 4:2 დასრულდა, სტუმართა სასარგებლოდ.
სუონსი-იუნაიტედი 1:4
"მანჩესტერ იუნაიტედმა" უკანასკნელ 5 შეხვედრაში "სუონსისთან" მაქსიმალური 15-დან 13 ქულა აიღო.
"ეშმაკებმა" მეტოქე გასვლაზე 11 შეხვედრიდან მხოლოდ მეორედ დაამარცხეს. ბოლოს ეს 2011 წლის ნოემბერში მოხდა.
წყვილს ერთი გოლი დააკლდა, მათ შორის დაპირისპირებების ისტორიაში ყველაზე უხვგოლიანი თამაში რომ გაემეორებინათ. 1937 წლის დეკემბერში "გედებმა" 1:5 წააგეს "ოლდ ტრეფორდზე".
იხილეთ ვიდეო
კრ. პალასი-ტოტენჰემი 0:1
"კრისტალ პალასმა" პირველად ვერ მოახერხა "ტოტენჰემთან" პრემიერლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებში თავის გამოჩენა თუნდაც ერთხელ. მასპინძლებს არც ერთი გუნდის წინააღმდეგ არ აქვთ იმდენი გოლი გატანილი, რამდენიც თანაქალაქელის.
"არწივებმა" "დეზებთან" უკანასკნელი 7-დან მხოლოდ მე-2 მარცხი იწვნიეს.
შარშანდელ სეზონში ორივე გუნდმა 72-72 ქულა აიღო და თავის დივიზიონში მე-5 ადგილი დაიკავა.
უკანასკნელი 9 დაპირისპირებიდან 2-ჯერ მოიგეს პრემიერლიგის დებიუტანტებმა, 3-ჯერ სტუმრებმა და 5 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
ჩელსი-ჰალი 2:0
"ჩელსიმ" "ვეფხვებთან" ჩატარებული უკანასკნელი 5-დან მე-3 თამაში მოიგო.
"ჰალმა" "ჩელსი" უკანასკნელად 1988 წლის ოქტომბერში დაამარცხა საშინაო შეხვედრაში.
იხილეთ ვიდეო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. I ტური: წესიდან გამონაკლისი [VIDEO]