და აი, ჩრდილოლონდონელებზე მორიგი სატრანსფერო სპეკულაციები გაჩაღდა. BBC-ის ცნობით, "არსენალს" მადრიდის "რეალიდან" ანხელ დი მარიას და ქარიმ ბენზემას ყიდვა უნდა და მარტო ფრანგ თავდამსხმელში 40 მილიონ ფუნტს იმეტებს.
უცნობია, რამდენს იხდიან არგენტინელ შუახაზელში. "რეალის" მიერ გარეთ ბეილის გადაბირების შემთხვევაში სამხრეთამერიკელს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ემუქრება, რამაც მას შეიძლება მართლა უბიძგოს გარემოს შეცვლისკენ.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რამდენიმე დღე
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
გარდა სავარაუდო ახალწვეულებისა, "არსენალმა" შესაძლოა კიდევ ერთი ფეხბურთელი გაუშვას. ვგულისხმობთ ლუკას პოდოლსკის.
"ბილდის" მტკიცებით, 28 წლის გერმანელით დაინტერესებულები არიან "შალკე", "ვოლფსბურგი", "გალათასარაი" და "ტოტენჰემი". უკანასკნელები ბეილის პოტენციურ მემკვიდრეებს ეძებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"