ჯეკ უილშირი: თუ არსენ ვენგერი წავა, ჩემს მომავალზე დავფიქრდები [VIDEO]

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა გუნდის მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი დაიცვა.

მისი თქმით, ვინც ფრანგ სპეციალისტს აკრიტიკებს, ის უბრალოდ სასცილოდ გამოიყურება.

"ვენგერი იმდენი ხანია უკვე გუნდთან ერთად მუშაობს, რომ ზოგიერთებს "არსენალი" ვენგერის გარეშე უბრალოდ ნანახიც არ აქვს.

მისი ხელმძღვანელობით გუნდმა უამრავი ტიტული მოიგო. დიახ, ბოლო წლების შედეგი დამაკმაყოფილებელი არაა, მაგრამ ამის გამო ის ცუდი მწვრთნელი ვერ გახდებოდა.

ვინც მას აკრიტიკებს და მის კვალიფიკაციაში ეჭვი ეპარება, უბრალოდ სასაცილოდ გამოიყურება. თუ ვენგერი გუნდიდან წავა შესაძლოა ჩემს სამომავლო გეგმებზე დავფიქრდე",
- თქვა უილშირმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონატის მეორე ტურში ლონდონის "არსენალმა" სტუმრად "ფულჰემი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული