"მანჩესტერ იუნაიტედმა" მარუან ფელაინი წარადგინა

AutoSharing Option
სატრანსფერო "დედლაინის" უკანასკნელ წუთებზე "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ევერტონიდან" 25 წლის ბელგიელი უნივერსალი მარუან ფელაინი დაიმატა.

ბელგიელის სანაცვლოდ ინგლისის ჩემპიონმა 27,5 მილიონი ფუნტი სტერლინგი გაიღო.

ეს ტრანსფერი "იუნაიტედის" თავკაცის, დევიდ მოიესის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზანი იყო, რომელიც აქამდე "ევერტონში" მუშაობდა.

ფელაინი 2008 წლიდან თამაშობდა ლივერპულურ კლუბში, 173 თამაშში მან 32 გოლი გაიტანა.

დევიდ მოიესი: "მე ხუთი წელი ვმუშაობდი მარუანთან და გახარებული ვარ, რომ ის ისევ ჩემი შეგირდი იქნება. ის დიდი შესაძლებლობების ფეხბურთელია და უთუოდ გამოადგება "მანჩესტერ იუნაიტედს".

მარუან ფელაინი: "ერთი სული მქონდა,
როდის გადმოვიდოდი "იუნაიტედში" და ისევ შემეძლებოდა მოიესთან ერთად მუშაობა. "ევერტონში" ფანტასტიკური დროება გავატარე, მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას და მის ფანებს"
.

ასევე იხილეთ:
მარუან ფელაინის "ევერტონიდან" წასვლა უნდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული