მარუან ფელაინი - ახლა უკვე ორმაგად "წითელი ეშმაკი"

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" მაღალი დონის ნახევარმცველის ყიდვას მთელი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდა. ტიაგო ალკანტარა, სესკ ფაბრეგასი, მარუან ფელაინი - აი, ის სამი ძირითადი ფეხბურთელი, ვისაც "წითელი ეშმაკები" თავისთან ეპატიჟებოდნენ.

პირველი ორის ტრანსფერი ჩაიშალა და თითქოს იგივე ბედი ფელაინის გადასვლასაც ემუქრებოდა, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე "ევერტონმა" და "მანჩესტერმა" შეთანხმებას მიაღწიეს - "იუნაიტედმა" 25 წლის ბელგიელში 32,4 მილიონი ევრო გადაიხადა და საწადელს მიაღწია.

"მანჩესტერში გადმოსვლით ძალიან ბედნიერი ვარ. მწვრთნელს უკვე წლებია, ვიცნობ და მას უდიდეს პატივს ვცემ. როდესაც მასთან მუშაობის საშუალება
კიდევ ერთხელ მომეცა, ბევრი აღარ მიფიქრია და ეს შანსი გამოვიყენე,"
- განაცხადა პრეზენტაციაზე ფელაინიმ.

კმაყოფილი იყო დევიდ მოიესიც: "მარუანთან ერთად ხუთი წელი ვიმუშავე და მიხარია, რომ მან ჩვენთან გადმოსვლა ისურვა. ის ძალიან ჭკვიანი, ტექნიკური და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია. მასთან ერთად "იუნაიტედს" უფრო მეტის მიღწევა შეუძლია".

ბელგიელის გარდა, რომელიც "იუნაიტედში" 31-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ინგლისის 20-გზის ჩემპიონმა ბილბაოს "ატლეტიკიდან" ანდერ ერერას შეძენაც სცადა. მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთის გამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა, რომელთა მიხედვითაც, ტრანსფერი ხან შემდგარად, ხან კი ჩაშლილად ცხადდებოდა.

საბოლოოდ, ყველაფერი სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ გაირკვა - ინგლისელებმა 24 წლის ნახევარმცველში 30 მილიონის (გირვანქა) გადახდა არ ისურვეს, თუმცა ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მოიესი ერერას შეძენას იანვარში ეცდება, მით უმეტეს, რომ პირადი კონტრაქტის პირობები ფეხბურთელთან უკვე შეთანხმებული ყოფილა.

ნახევარდაცვის გარდა, დევიდ მოიესს მარცხენა მცველის პოზიციის გაძლიერებაც სურდა - ლეიტონ ბეინსის შემდეგ მანჩესტერელები ფაბიო კოენტრაოზე გადაერთნენ, მაგრამ ეს ტრანსფერი ჩაიშალა, რადგან თავად "რეალმა" გილერმე სიკეირას შეძენა ვერ მოასწრო, რომელსაც "სამეფო კლუბში" კოენტრაო უნდა შეეცვალა.

ჩამოთვლილი ფეხბურთელების გარდა, "იუნაიტედს" მადრიდიდან სამი ხედირას, ლუკა მოდრიჩის და მესუთ იოზილის ყიდვაც უნდოდა. ხედირამ მოიესის დაინტერესებაზე თავად ისაუბრა და განაცხადა, რომ ინგლისური კლუბი მასში 40 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ "რეალმა" ნახევარმცველის გაყიდვა არ ისურვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მარუან ფელაინი წარადგინა
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან მიხარია რო გადავიდა მანჩესტერში დიდი მომავალი აქვს და ძირითადშიც ითამაშებს
manchester
15:32 04-09-2013
0
ძალიან მიხარია რო გადავიდა მანჩესტერში დიდი მომავალი აქვს და ძირითადშიც ითამაშებს
manchester
15:32 04-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული