რობერტო კარლოსი: სამუელ ეტო'ო "ჩელსიში" სიტუაციას აურევს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რობერტო კარლოსმა საჯაროდ გააფრთხილა ლონდონის "ჩელსი", რომ გუნდის ახალწვეულ სამუელ ეტო'ოს სიტუაციის არევა შეუძლია.

მახაჭყალის "ანჟის" ყოფილმა დირექტორმა აღნიშნა, რომ სწორედ ეს გააკეთა ეტო'ომ რუსულ კლუბში.

2011 წელს კარლოსი "ანჟიში" იყო, როცა ამ გუნდმა სამუელ ეტო'ო შეიძინა და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცია.

"16 წლის ვიყავი, როცა ეტო'ო გავიცანი. ის ძალიან კარგი ბიჭი იყო და ყოველთვის პატივს ვცემდი. ახლაც ასეა, მაგრამ არის მასში რაღაც, რომელიც ხშირად ათქმევინებს "მეს" და არასოდეს "ჩვენს".

ასევე იხილეთ:
რობერტო კარლოსი: მახაჭყალის "ანჟის"
ევროპის ლიგაში მასხრად აიგდებენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული