ჟოზე მოურინიო: "ჩელსის" მკვლელის ინსტიქტი აკლია [VIDEO]

AutoSharing Option
ლივერპულში ინგლისის პრემიერლიგის მე-4 ტურის ცენტრალურ მატჩში სენსაცია მოხდა - "ევერტონმა" 1:0 დაამარცხა ლონდონის "ჩელსი".

მატჩის ერთადერთი გოლი სტივ ნეისმიტმა პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა.

ეს ჟოზე მოურინიოს პირველი მარცხია პრემიერლიგაში, მას მერე, რაც ის "ჩელსის" დაუბრუნდა.

სტუმართა რიგებში ითამაშა სამუელ ეტოომ.

მატჩის შემდეგ მოურინიომ შეაქო აფრიკელი დებიუტანტი:

"მე კმაყოფილი ვარ, თუ როგორ შეეწყო გუნდს სამუელ ეტოო და როგორ უგებს ის ახალ პარტნიორებს.

ჩვენ ვერ გავიტანეთ, მომენტები გვქონდა, მაგრამ რეალიზაცია ვერ შევძელით. თუმცა ასეთი რამ ფეხბურთში ხშირად ხდება, თითქმის ყოველ მეორე მატჩში.
მაგრამ თუ ვერ გაიტან, იმას, რასაც ქმნი არავითარი ფასეულობა არ გააჩნია. ლამაზი ფეხბურთი უგოლოდ, უაზრობაა.

ჩვენ დღეს მკვლელის ინსტიქტი დაგვაკლდა, ის რაც კარიერის განმავლობაში ეტოოს ასე ახასიათებდა.
"

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. IV ტურის წინ: დებიუტების ტური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული