სანტი კასორლას ტრავმა და მესუთ იოზილის დებიუტი [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის მე-4 ტურში ლონდონის "არსენალმა" სტუმრად 3:1 დაამარცხა "სანდერლენდი".

პირველ ტაიმში სტუმრები ფრანგმა ოლივიე ჟირუმ დააწინაურა.

პაოლო დი კანიოს გუნდმა მეორე ტაიმის დასაწყისში გაათანაბრა ეს კრეიგ გარდნერმა პენალტით შეძლო.

ლონდონელებს გამარჯვება კი უელსელმა აარონ რემსიმ მოუტანა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ სანტი კასორლას ტრავმის გამო (ესპანელმა ტრავმა მატჩის წინ მიიღო და ოქტომბრამდე დაკლდება გუნდს) სასტარტოში მოხვდა დებიუტანტი მესუთ იოზილი.

გერმანელმა პირველი 80 წუთი ითამაშა და შესანიშნავადაც.

არსენ ვენგერმა მასზე აღნიშნა: "როგორც მთელ გუნდს, მესუთსაც დიდებული პირველი ტაიმი ჰქონდა, შემდეგ
კი ის ფიზიკურად გადაიღალა. კასორლა რომ მწყობრში ყოფილიყო იოზილის თამაშით ასე არ გავრისკავდი"
, - განაცხადა მატჩის შემდეგ არსენ ვენგერმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. IV ტურის წინ: დებიუტების ტური


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული