ჩვენი ინგლისელი კოლეგები მას ყოველი წვრილმანი შეცდომის გამო სასტიკად აკრიტიკებენ და გარკვეულწილად ეს გასაგებიც არის, რადგან "სიტის" მეკარეს უფლება არ აქვს, რომ თამაშს მოუკლოს.
ის ერთადერთია თანამემამულე მეკარეთა შორის, ვისი იმედიც აქვს ინგლისის ნაკრების გულშემატკივარს.
ჯო ჰარტმა იცის, როგორ უნდა უპასუხოს კრიტიკოსებს. ფეხბურთელმა პრემიერლიგის საწყის ოთხ ტურში სამჯერ კარი მშრალად შეინახა. ამასთან, მას არ გაუშვია არც სანაკრებო შეხვედრებში.
"მანჩესტერ ივნინგ სტანდარდის" ჟურნალისტ სტიუარტ ბრენანს მიაჩნია, რომ დროა,
ბრენანი ამ თემაზე საინტერესო პერსონებს შეხვდა და მათი აზრით დაინტერესდა; მათ შორის - ჰარტის თანაგუნდელებსაც.
"ჯო მის კრიტიკოსებს წერის სურვილს უქრობს ზედიზედ ჩატარებული მშრალი მატჩებით. "ჰარტიმ" "სტოკთანაც" ძალიან კარგად ითამაშა, იმის მიუხედავად, რომ საყვედურების უზომო პორცია წელსაც მიიღო.
ერთადერთი, რითაც ის პასუხობს, ეს მოედანზე ნაჩვენები შედეგებია.
მიხარია, როცა მის ვარჯიშს ვადევნებ თვალს. მას ყოველდღიურად ეტყობა უკეთესობა. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ დიდი გზა ელის, რადგან მეკარისთვის ის ჯერ კიდევ მეტისმეტად ახალგაზრდაა," - აცხადებს ჯეიმს მილნერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უკრაინა-ინგლისი 0:0 - ლონდონელი ცენტურიონი