ერთ კვირაში კი "უაით ჰართ ლეინს" "ჩელსი" სტუმრობს. "დეზების" პორტუგალიელი თავკაცი ანდრე ვილაშ-ბოაში მნიშვნელოვანი მატჩების წინ ოპტიმისტურ განწყობაზეა. მას ამის მიზეზი ნამდვილად აქვს.
ჩრდილოლონდონელთა შემადგენლობაში სრულფასოვანი დებიუტისთვის ემზადება არგენტინელი ტალანტი, 21 წლის ერიკ ლამელა. ამას გარდა, შესანიშნავ ფორმაშია ინგლისის ნაკრებში სულ ახლახან მიწვეული 22 წლის გარემარბი ანდროს ტაუსენდი. აი, რას ამბობს "ტოტენჰემის" თავკაცი:
"ლამელას ნიჭი თვითნაბადია და ამაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. აქამდე გულშემატკივარს
"ქუინზ პარკში" იჯარის შემდეგ მაქსიმალურად მოტივირებული დაგვიბრუნდა ანდროს ტაუსენდიც. თავის შანსს ის მოუთმენლად ელოდა და მან ის მიიღო, როცა აარონ ლენონი დაშავდა. ასეთ დროს დუბლიორები, როგორც წესი, სათანადოდ ვერ ცვლიან ხოლმე ლიდერებს, თუმცა ტაუსენდმა მოძებული შანსი იდეალურად გამოიყენა.
მისი თამაშის მანერა, სისწრაფისა და მდიდარი ტექნიკური არსენალის წყალობით, შეგვიძლია ფეთქებადად დავახასიათოთ. მუდმივად ცვალებადი ტემპის დამსახურებაა, რომ მისი ბოლომდე გაკონტროლება თითქმის შეუძლებელია. იმედია, ანდროსის პროგრესი არ შეჩერდება და ის ტოპ-ფეხბურთელად ჩამოყალიბდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
არგენტინაში ერიკ ლამელას უმცროსი ძმა გაიტაცეს