ვილიანი, გაფუჭებული ბრაზილიური კვერცხი

AutoSharing Option
"ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" გულშემატკივრები, რომლებიც უკმაყოფილონი დარჩნენ, რომ ვილიანი "ჩელსიმ" დაიბევა, მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში გაკვირვებულები უნდა ყოფილიყვნენ, თუ ვის გამო იბრძოდნენ მათი კლუბები ამ ზაფხულს.

ბრაზილიელი ორივეს წარმომადგენელს ესაუბრა. მეტიც, "უაით ჰართ ლეინზე" სამედიცინო შემოწმებაც კი გაიარა იქამდე, ვიდრე არ დარწმუნდა, რომ რომან აბრამოვიჩის სარფიან წინადადებაზე უარს ვერ იტყოდა.

ბოლოს და ბოლოს, მას ეღირსა დებიუტი ახალ გუნდში. შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიელის თამაში იმედის გაცრუება იყო, მით უფრო გასულ უქმეებზე "არსენალში" მესუთ იოზილისა და "ტოტენჰემში" კრისტიან ერიკსენის პირველი თამაშების ფონზე.
შეკითხვა, თუ სად შეიძლებოდა თავი დაემკვიდრებინა ბრაზილიელს, როცა "ჩელსის" შემადგენლობა ისედაც გადატვირთული იყო შემქმნელი ფეხბურთელებით, ყოველთვის ჩნდებოდა.

ვილიანი, უბრალოდ, ვერ ჩაეწერა ამ თამაშში. მან 5-კაციან ნახევარდაცვაში მარჯვენა ფლანგზე დაიწყო თამაში და ერთადერთი, რაც მოახერხა, კუთხურის მოპოვება იყო. 10 წუთში ის საპირისპირო ფლანგზე გადავიდა ბედის საძიებლად, თუმცა სულ ტყუილად. შეხვედრაში მთავარი შემქმნელის როლი ოსკარმა აიღო საკუთარ თავზე, ვილიანი კი ბურთს ვერ იღებდა.

მეორე ტაიმში მან სახიფათოდ ჩააწოდა საჯარიმოში და ისევ დაიკარგა. მოურინიომ ფეხბურთელი შეცვალა, რასაც გულშემატკივართა ოვაციები მოჰყვა, თუმცა ისინი ასე მოედანზე შესულ მატას მიესალმნენ. ვილიანის დებიუტზე უარესის გახსენება ძნელი საქმეა.

"ტელეგრაფი" წერს, რომ მისმა თამაშმა დიდი ხნის წინ გაფუჭებული კვერცხის შთაბეჭდილება დატოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვილიანი: ჟოზე მოურინიოსგან ბევრს ვისწავლი
მკითხველის კომენტარები / 2 /
სტატიიის დამწერი ცვეტში მაგარი დაბოღმილია.... დაწყნარდი და ისე წერე ხოლმე... მშვენიერი დებიუტი ჰქონდა და მალე შენნაირების ჯინაზე ბევრს მიაღწევს .... შენ კიდე ჯურნალისტი ხარ და მიკერძოება რო არ შეიძლება უნდა იცოდე შე სხვა გუნდის ფანო :დ
calypso
14:42 20-09-2013
0
სტატიიის დამწერი ცვეტში მაგარი დაბოღმილია.... დაწყნარდი და ისე წერე ხოლმე... მშვენიერი დებიუტი ჰქონდა და მალე შენნაირების ჯინაზე ბევრს მიაღწევს .... შენ კიდე ჯურნალისტი ხარ და მიკერძოება რო არ შეიძლება უნდა იცოდე შე სხვა გუნდის ფანო :დ
calypso
14:42 20-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული