გამარჯვების გოლი "წმინთანთა" ხორვატმა მცველმა დეიან ლოვრენმა 53-ე წუთზე თავით გაიტანა. კარის ხაზთან ბურთის გარდარჩენას სტივენ ჯერარდი შეეცადა, მაგრამ "ლივერპულის" კაპიტანს არაფერი გამოუვიდა.
აღსანიშნავია, რომ ლუის სუარესი 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციის ბოლო მატჩს იხდიდა და შემდეგი ტურიდან ურუგვაელი ჩვეულებრივად დაეხმარება "ლივერპულს".
მატჩის შემდეგ "ლივერპულის" თავკაცმა ბრენდან როჯერსმა თქვა:
"მწარედ გაგვიცრუვდა იმედები. ეს იყო "საუთჰემპტონის" დღე. ტექნიკური თვალსაზრისით უამრავი წუნი გვქონდა, ბურთს ცუდად ვაკონტროლებდით, ვიდრე წინა ტურებში.
რა
ერთადერთი პოზიტივი ლუის სუარესის დისკვალიფიკაციის დასრულებაა".