ინგლისი. პრემიერლიგა. V ტური: გასამართლება "ეტიჰადზე" [VIDEO]

AutoSharing Option
იშვიათი ხილი
"სტოკის" მეკარე ასმირ ბეგოვიჩი პრემიერლიგაში ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და საიმედო კარის დარაჯად არის აღიარებული. თუმცა ყველა ფეხბურთელისთვის თენდება დღე, როცა ის "მარცხენა ფეხზე დგება".

ბეგოვიჩისთვის ეს იშვიათი მოვლენა 22 სექტემბერს მოხდა. დიახ, ბოსნიელმა "ემირეიტსზე" რამდენჯერმე დაბნეული ახალწვეულივით ითამაშა. მაგალითად, პირველი გოლისას, როცა მესუთ იოზილის ჯარიმა ცხვირწინ მოიგერია, დასწრებაზე პირველი აარონ რემსი გაჩნდა და გაიტანა.

ბეგოვიჩი არადამაჯერებლად გაისარჯა მეორე და მესამე ბურთებზეც, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ პერ მერტეზაკერისა და ბაკარი სანიას თავური დარტყმები უცნაური ტრაექტორიებით ჩაეშვნენ მეკარის ზურგს უკან.

ორივე საგოლე გადაცემა აქტივში იოზილმა ჩაიწერა.

გარეუბანი ჩაიფერფლა
ის, რომ კრის სმოლინგი საშუალო დონის ცენტრალური მცველია, აქამდეც ვიცოდით და ცხადია, დევიდ მოიესს ეს უჩვენოდაც მოეხსენება. შოტლანდიელს ალბათ სხვა გამოსავალი აღარ დარჩა, როცა ის მარჯვენა ფლანგზე გადაისროლა.

სმოლინგი პატარა ბავშვივით მოატყუეს პირველი გოლის ეპიზოდში; მეორეზე სწორედ მან შეუშალა ხელი ნემანია ვიდიჩს საჰაერო ორთაბრძოლისას, თავად კი ვერაფერს გახდა და ბურთი მხოლოდ ამის წყალობით მიუვიდა იაია ტურეს; არანაკლებ დამნაშავე იყო ის დანარჩენ ორ გოლშიც - პირველად მისი ფლანგი ჩავარდა, მერე კი საკუთარი კაცი მიატოვა.

ერთი სიტყვით, ეს იყო სრული კატასტროფა, ენციკლოპედიური მაგალითი, თუ როგორ არ უნდა ითამაშოს მცველმა.

ამავე დროს, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ყველაფერი მხოლოდ ერთი ფეხბურთელის ბრალია. "ეშმაკების" თავკაცმა სასწრაფოდ რაღაც უნდა მოიფიქროს. სხვა შემთხვევაში, "იუნაიტედი" საჩემპიონო რბოლას დროზე ადრე ჩამოშორდება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეცვლაზე შესულთა მადლი
"ტოტენჰემი" მთელი თამაშის განმავლობაში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა და ის, რომ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დრომდე ანგარიში არ გაიხსნა, დიდი გაუგებრობის ბრალი იყო.

ანდრე ვილაშ ბოაშს შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა უშველეს. ლუის ჰოლტბისა და ერიკ ლამელას კომბინაცია ახლო მანძილიდან პაულინიომ დააგვირგვინა.

არასტაბილურობის ეპიდემია
ბრენდან როჯერსს აქამდე ბევრი რამე გამოსდიოდა, თუმცა ის, რაც ჩრდილოირლანდიელმა "წმინდანებთან" გააკეთა, უცნაურზე მეტი იყო. "წითლების" ძირითადში ოთხი ნომინალური ცენტრალური მცველი გამოჩნდა, რომელთაგან ორს, კოლო ტურესა და მამადუ სახოს ფლანგებზე თამაში დაევალათ.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რისი მიღწევა სურდა ამით მასპინძელთა თავკაცს, თუმცა ექსპერიმენტი რომ ჩავარდა, ფაქტია.

განაპირა მცველებმა შეტევაში ღირებული ვერაფერი გააკეთეს, გარემარბთაგან კი მხოლოდ ვიქტორ მოზესი იყო მონდომებული. მეორე ნახევარში აქტიურად ჩაერთო თამაშში რაჰემ სტერლინგიც.


იდეაში სიმონ მინიოლეს კართან მისასვლელი გზები საიმედოდ უნდა ყოფილიყო გადაკეტილი, თუმცა სტუმრებმა ბელგიელ გოლკიპერს სერიოზული პრობლემები შეუქმნეს. ერთ მომენტში კი თავად მინიოლემაც "იმაიმუნა" და კინაღამ ანგარიში გაიხსნა.

გოლი კი ასე გავიდა: კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავზე დეიან ლოვრენმა მოიგო და კარისკენ დაბალი დარტყმა გაუშვა. ხაზზე მდგარმა სტივენ ჯერარდმა ვერ მოახერხა მისი შეჩერება.

მასპინძელს გოლამდეც და მას მერეც არაერთხელ შეეძლო გატანა. არტურ ბორუცმა ჯერარდს ორჯერ აუღო სახიფათო საჯარიმო, ერთხელ კი არბიტრმა ნილ სვორბრიკმა სტუმრები დაინდო, როცა ლოვრენის მიერ დენიელ სტარიჯის წინააღმდეგ წესების დარღვევის გამო აშკარა პენალტი არ დანიშნა.

სერია შეწყდა
"ჩელსიმ" 4-მატჩიანი (ყველა ტურნირში) მოუგებელი სერია იმ გუნდთან შეწყვიტა, რომელთანაც სხვა შედეგს მას არავინ აპატიებდა. მასპინძელმა თანაქალაქელ "ფულჰემს" ყველა კომპონენტში აჯობა და სულ ცოტა იღბალიც რომ ჰქონოდა, ანგარიშს გამანადგურებლამდე მიიყვანდა.

ფავორიტმა მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო, თუმცა მრავალი მცდელობის მიუხედავად, პირველ ტაიმში დევიდ სტოკდეილის სამფლობელოს ვერაფერი მოუხერხა. ინგლისელმა მეკარემ მეორე ტაიმში ბავშვური შეცდომა დაუშვა, ბურთი მოიგერია და პირდაპირ ოსკარს ჩააბარა. ბრაზილიელმა ორიოდე მეტრიდან გაიტანა.

მეორედ თავი გამოიჩინა ფეხბურთელმა, ვისგანაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. ჯონ ობი მიკელს 7 სრული სეზონი და 185 თამაში დასჭირდა პრემიერლიგაში პირველი ბურთის გასატანად. ნიგერიელს აქამდე მხოლოდ ორი გოლი ჰქონდა აქტივში - ორივე ლიგის თასზე და თანაც ორივე სადებიუტო 2006/07 წლების სეზონში.

დაბოლოს, ჟოზე მოურინიომ ხუან მატა ამჯერად ტრიბუნებზე გაუშვა თამაშის საყურებლად და განაცხადა, ესპანელს იმ ფეხბურთის სწავლა მოუწევს, რასაც მისგან ვითხოვო. ოღონდ რას გულისხმობს პორტუგალიელი, ამას ჯერ ვერავინ ხვდება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
სუპერბეინსი
მაშ ასე, პრემიერლიგას ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი შერჩა და ის "ევერტონია". "ვესტ ჰემს" მერსისაიდელებთან თამაშის სადავეები თითქოს ხელთ ეპყრა, თუმცა მარკ ნოუბლის გაძევებამ და ლეიტონ ბეინსის ცაციამ "ჩაქუჩებს" 3 ქულა ხელიდან გამოჰგლიჯა.

სტუმართა მარცხენა მცველმა ერთიმეორეზე უკეთესი ჯარიმები გაიტანა. შეხვედრას წერტილი შეცვლაზე შესულმა რომელუ ლუკაკუმ დაუსვა, ვინც გოლის მომენტში მასპინძელთა მცველს შეეჯახა და მოედანზე გულწასული დაეცა. თუმცა მოსულიერდა თუ არა, თამაშში დაბრუნდა და იუსი იასკელაინენს კინაღამ მეორედაც გაუტანა.

მომენტების გუნდი
ხდება ხოლმე, როცა გუნდები გაწელილი შეტევების წყალობით აღწევენ მიზანს, თუმცა 21-ე საუკუნეში ფეხბურთი იმდენად დინამიკური გახდა, რომ უპირატესობა ერთი შეხებით თამაშს ენიჭება. სწორედ ასეთ სტილში გაიტანა "ჰალ სიტი ტაიგერსმა" სამივე ბურთი.

მასპინძელთა შორის საუკეთესო იყო ლოიკ რემი, ვინც "კაჭკაჭების" რიგებში სადებიუტო გოლს მეორეც მიაყოლა და მერე კი სულაც ჰეთ თრიქის შესრულება და საკუთარი გუნდის ხსნა შეეძლო.

2:3-ზე რემიმ ორიოდე მეტრიდან ააცილა ალან მაკგრეგორის კარს. სტივ ბრუსის გუნდმა ამ შეხვედრაში ხმამაღალი განაცხადი გააკეთა, რომ ის ჩემპიონატის აუტსაიდერის სტატუსზე თანახმა არ არის.

შურისძიება და მდუმარება
პაოლო დი კანიომ სტეფან სესინიონი ამ ზაფხულს დაუფიქრებლად გაყიდა. არადა, ბენინელი ორი წლის განმავლობაში გუნდის ლიდერად მიიჩნეოდა. მის ადგილზე იტალიელმა თანამემამულე ემანუელე ჯაკერინი მოიყვანა და ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ამით წაგებული დარჩა.

სესინიონმა ერთი ბურთი თავად გაიტანა და მეორეში უშუალოდ მონაწილეობდა.

2:0-ის ეპიზოდში კირან ვესტვუდი სწორედ მას დაეჯახა და ლაიამ რიჯუელმა ისე შეაგდო. სესინიონს, "შავი კატების" ფანების პატივისცემის ნიშნად, ერთხელაც არ უზეიმია.

ინგლისი. პრემიერლიგა. V ტური
ნორვიჩი-ასტონ ვილა 0:1
გოლი: 0:1 კოზაკი (30)
ნორვიჩი (4-4-2): რადი - რ. მარტინი, ბასონგი (38. რ. ბენეტი), ტერნერი, გარიდო - ფერი, ჰაუსონი, რედმონდი (63. პილკინგტონი), სნოდგრასი - ელმანდერი (63. ჰუპერი), ვან ვოლფსვინკელი
ასტონ ვილა (4-2-3-1): გუზანი - ბაკუნა, კლარკი, ვლაარი, ლუნა - ელ აჰმადი, დელფი - ტონევი (77. სილა), ვაიმანი, აგბონლაჰორი (61. ჰელენიუსი) - ბენტეკე (28. კოზაკი)
მე-6 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა სნოდგრასმა
გაფრთხილება: მ. ტერნერი -
კარში დარტყმა: 15-20 (2-4) კუთხური: 7-4 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 15-12 ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 26 813

ვესტ ჰემი-ევერტონი 2:3
გოლები: 1:0 მორისონი (31), 1:1 ბეინსი (62), 2:1 ნოუბლი (76-პენ), 2:2 ბეინსი (83), 2:3 ლუკაკუ (85)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): იასკელაინენი - ობრაიენი, კოლინსი, რიდი, რაცი - ნოუბლი, დიამე - ჯარვისი (72. ვას ტე), ნოლანი (80. მ. ტეილორი), მორისონი - მაიგა (63. პეტრიჩი)
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, იაგიელკა, დისტენი, ბეინსი - ოსმანი (52. ოვიედო), ბარი - ნეისმიტი (46. მაკარტი), ბარკლი, მირალიაში - იელავიჩი (46. ლუკაკუ)
გაფრთხილება: მორისონი, კოლინსი, ნოუბლი - ბარკლი
გაძევება: ნოუბლი (82) -
კარში დარტყმა: 12-14 (2-4) კუთხური: 5-5 თამაშგარე: 0-2 ჯარიმა: 17-12 ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 34 952

ნიუკასლი-ჰალ სიტი 2:3
გოლები: 1:0 რემი (10), 1:1 ბრეიდი (26), 2:1 რემი (44), 2:2 ელმოჰამადი (48), 3:2 ალუკო (76)
ნიუკასლი (4-4-3): კრული - დებუში (86. ტიოტე), იანგა-მბივა, კოლოჩინი, სანტონი - სისოკო, ანიტა, კაბაი (62. გუფრანი) - რემი, სისე (73. მარვო), ბენ არფა
ჰალ სიტი (4-4-2): მაკგრეგორი - ელმოჰამადი, ჩესტერი, კ. დევისი, როსენიორი - ჰადლსტოუნი, ლივერმორი, ქუინი (64. ბოიდი), ბრეიდი (74. მეილერი) - ალუკო, გრემი (84. საგბო)
გაფრთხილება: სისოკო - ჰადლსტოუნი
კარში დარტყმა: 17-17 (2-5) კუთხური: 3-3 თამაშგარე: 0-5 ჯარიმა: 11-8 ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 51 523

ლივერპული-საუთჰემტპონი 0:1
გოლი: 0:1 ლოვრენი (53)
ლივერპული (4-2-3-1): მინიოლე - კ. ტურე, შკრტელი (72. ლ. ალბერტო), აგერი (57. ხ. ენრიკე), სახო - ლ. ლეივა, ჯერარდი - მოზესი, ასპასი (46. სტერლინგი), ჰენდრსონი - სტარიჯი
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ბორუცი - კლაინი, ფონტე, ლოვრენი, შოუ - ვანიამა, შნაიდერლინი - ლალანა (76. ვორდ-პრაუსი), ოსვალდო, ჯ. როდრიგესი (89. კორკი) - ლამბერტი (66. ს. დევისი)
გაფრთხილება: - კლაინი
კარში დარტყმა: 15-19 (5-7) კუთხური: 6-6 თამაშგარე: 3-5 ჯარიმა: 6-9 ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 44 755

ვესტ ბრომვიჩი-სანდერლენდი 3:0
გოლები: 1:0 სესინიონი (20), 2:0 რიჯუელი (76), 3:0 მ. ამალფიტანო (90+3)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): მაიჰილი - ბ. ჯონსი, მაკაული, ოლსონი, რიჯუელი - მორისონი, მულუმბუ - სინკლერი (69. იაკობი), სესინიონი (89. ბერაინო), ამალფიტანო - ანელკა (69. ანიჩებე)
სანდერლენდი (4-4-2): ვესტვუდი - ჩელუსტკა, დიაკიტე, ოში, კოლბეკი - გარდნერი (69. ლ. კატერმოული), კი, ა. ჯონსონი, ჯაკერინი (46. მავრიასი) - ბორინი (59. ალტიდორი), ს. ფლეტჩერი
გაფრთხილება: - კოლბეკი, კი
კარში დარტყმა: 17-7 (4-0) კუთხური: 5-6 თამაშგარე: 4-0 ჯარიმა: 9-12 ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 24 595

ჩელსი-ფულჰემი 2:0
გოლები: 1:0 ოსკარი (52), 2:0 მიკელი (84)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ე. კოული - მიკელი, რამირესი - აზარი (85. დე ბრუინი), ოსკარი, შიურლე (80. ლამპარდი) - ეტოო (64. ტორესი)
ფულჰემი (4-4-1-1): სტოკდეილი - რიტერი, ჰანგელანდი, ამორებიეტა, რიჩარდსონი - სიდუელი, პარკერი, კაჩანიკლიჩი (72. ნა ბანგა), დაფი (64. ტაარაბტი) - კასამი (85. როდალიეგა) - ბენტი
გაფრთხილება: არ ყოფილა
კარში დარტყმა: 33-5 (9-1) კუთხური: 13-3 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 11-9 ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 41 608

არსენალი-სტოკი 3:1
გოლები: 1:0 რემსი (5), 1:1 კემერონი (26), 2:1 მერტეზაკერი (36), 3:1 სანია (72)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, კოშელნი, მერტეზაკერი, გიბსი - რემსი, ფლამინი - უილშირი (73. მონრეალი), იოზილი (80. არტეტა), ნიარბი (73. მიაიჩი) - ჟირუ
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - კემერონი, შოუკროსი, ჰუთი, პიტერსი (67. პალასიოსი) - ნზონზი, უილსონი - უოლტერსი, ადამი (59. აირლანდი), არნაუტოვიჩი - კ. ჯონსი (75. პენანტი)
გაფრთხილება: - ჰუთი, აირლანდი
კარში დარტყმა: 26-13 (9-3) კუთხური: 6-7 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 8-14 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 50 002

კრისტალ პალასი-სუონსი 0:2
გოლები: 0:1 მიჩუ (2), 0:2 დაიერი (48)
კრისტალ პალასი (4-3-3): სპერონი - მარიაპა, გებიდონი, დელენეი (46. კამპანია), მოქსი - ბენანი (67. ჯ. ტომასი), ჟედინაკი, გედიურა - ჯერომი (67. გეილი), შამახი, პანჩეონი
სუონსი (4-2-3-1): ვორმი - რანხელი, ჩიკო, უილიამსი, ბ. დევისი - კანიასი (78. ბრიტონი), შელვი - დაიერი (71. პოსუელო), მიჩუ, რუტლეჯი - ა. ვასკესი (61. დე გუზმანი)
გაფრთხილება: მოქსი, შამახი - რანხელი, ჩიკო
კარში დარტყმა: 10-22 (1-7) კუთხური: 6-8 თამაშგარე: 1-4 ჯარიმა: 13-11 ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 22 466

სიტი-იუნაიტედი 4:1
გოლები: 1:0 აგუერო (16), 2:0 ი. ტურე (45+1), 3:0 აგუერო (47), 4:0 ნასრი (50), 4:1 რუნი (87)
სიტი (4-4-1-1): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, ნასტასიჩი, კოლაროვი - ფერნანდინიო, ი. ტურე, ნასრი,. ხ. ნავასი (71. მილნერი) - აგუერო (86. ხ. გარსია) - ნეგრედო (75. ჯეკო)
იუნაიტედი (4-4-1-1): დე ხეა - სმოლინგი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - კერიკი, ფელაინი - ვალენსია, რუნი, იანგი (51. კლევერლი) - ვან პერსი
გაფრთხილება: ნასტასიჩი - რუნი, ვალენსია
კარში დარტყმა: 22-17 (5-3) კუთხური: 8-4 თამაშგარე: 1-4 ჯარიმა: 8-12 ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 47 156

კარდიფი-ტოტენჰემი 0:1
გოლი: 0:1 პაულინიო (90+3)
კარდიფი (4-2-3-1): მარშალი - ტეიფილ-კერტინი, კოლკერი, ბ. ტერნერი, ე. ტეილორი - მედელი, გუნარსონი - უიტინგჰემი, კიმი, ბელამი (78. კოუი) - ფ. კემპბელი (65. ოდემვინგე)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, დოუსონი, ვერტონგენი, ნაუტონი - დემბელე, პაულინიო - ტაუსენდი (81. კეინი), ერიკსენი (89. ჰოლტბი), სიგურდსონი (71. ლამელა) - სოლდადო
გაფრთხილება: ბ. ტერნერი - უოლკერი, ტაუსენდი, დოუსონი, სოლდადო
კარში დარტყმა: 5-41 (0-12) კუთხური: 2-12 თამაშგარე: 6-1 ჯარიმა: 7-8 ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 27 815

ბომბარდირები
4 - კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა), ოლივიე ჟირუ (არსენალი) დენიელ სტარიჯი (ლივერპული); 3 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), სერხიო აგუერო, იაია ტურე (მანჩესტერ სიტი), აარონ რემსი (არსენალი)

მომდევნო ტური
28 სექტემბერი:
ტოტენჰემი-ჩელსი, ასტონ ვილა-მანჩესტერ სიტი, ფულჰემი-კარდიფი, ჰალ სიტი-ვესტ ჰემი, მანჩესტერ იუნაიტედი-ვესტ ბრომვიჩი, საუთჰემპტონი-კრისტალ პალასი, სუონსი-არსენალი

29 სექტემბერი:
სტოკ სიტი-ნორვიჩი, სანდერლენდი-ლივერპული

30 სექტემბერი:
ევერტონი-ნიუკასლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული