"ასტონ ვილას" თავდამსხმელ ნიკლას ჰელენიუსს მოედანზე შორტი ჩახადეს [VIDEO]

AutoSharing Option
"ასტონ ვილას" თავდამსხმელ ნიკლას ჰელენიუსს ინგლისის ლიგის თასზე (Capital One Cup) "ტოტენჰემთან" გამართული მატჩის დროს, მოედანზე ცუდი ამბავი დაემართა.

ბირმინგემში, 24 სექტემბერს ჩატარებულ შეხვედრაში ანდრე ვილაშ ბოაშის შეგირდებმა მასპინძლები გაანადგურეს - 4:0 და ლიგის თასის მეოთხე რაუნდში გავიდნენ, მაგრამ ამ თამაშში დასამახსოვრებელი სხვაც იყო.

"ასტონ ვილას" თავდამსხმელი ნიკლას ჰელინიუსი შეტევაში იყო გართული, როცა მისთვის ხელის შეშლა "ტოტენჰემის" მცველმა იან ვერტონგენმა სცადა.

ჰოდა, ამ გაწამაწიაში იანმა ნიკლასს ტრუსზე დაქაჩა და... ნიფხავჩახდილმა ფეხბურთელმა კარში დარტყმა მაინც მოახერხა, თუმცა გატანა ვერ შეძლო.
იხილეთ
ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული