გარეთ ბერი: 500-იანთა კლუბის ახალი წევრი

AutoSharing Option
ორშაბათს "ევერტონის" 32 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა გარეთ ბერიმ "ნიუკასლთან" კარიერის მე-500 თამაში ჩაატარა პრემიერლიგაში.

ცხადია, ეს მიღწევა ყველა ფეხბურთელის კარიერაში განსაკუთრებულია. აქამდე ზღვარი სულ ცხრა მოთამაშეს ჰქონდა გადალახული.

"ეს ფანტასტიკურია. ძალიან გამიმართლა, რადგან ტრავმებს თითქმის არ ვიღებ, იღბლის გარეშე კი ნამდვილად არაფერი გამოვიდოდა. მინდა, რომ რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშო, რათა "ევერტონს" მაქსიმალურად დავეხმარო,"
- აცხადებს ფეხბურთელი.

აქვე გეტყვით, რომ ბერის 1997-დან 2009-მდე "ასტონ ვილაში" 365 შეხვედრა აქვს ჩატარებული, 2009-დან 2013-ის ზაფხულამდე 132 თამაში გამართა "სიტიში", "ევერტონში" კი მოედანზე მხოლოდ მესამედ
გამოჩნდა.

500-მატჩიანი ზღვარი გადალახული აქვთ შემდეგ ფეხბურთელებს:
რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 623, დევიდ ჯეიმსი (ლივერპული, ასტონ ვილა, ვესტ ჰემი, მანჩესტერ სიტი, პორტსმუთი) - 572, ფრენკ ლემპარდი (ვესტ ჰემი, ჩელსი) - 559, გარი სპიდი (ლიდსი, ევერტონი, ნიუკასლი, ბოლტონი) - 534, ემილ ჰესკი (ლესტერი, ლივერპული, ბირმინგემი, უიგანი, ასტონ ვილა) - 516, ჯეიმი კარაგერი (ლივერპული) - 509, ფილ ნევილი (მანჩესტერ იუნაიტედი, ევერტონი) - 505, მარკ შვარცერი (მიდლსბრო, ფულჰემი, ჩელსი) - 504, სოლ კემპბელი (ტოტენჰემი, არსენალი, პორტსმუთი, ნიუკასლი) - 503.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული