პრემიერლიგაში წაუგებელი გუნდი აღარ დარჩა. "ევერტონმა" "ეტიჰადზე" ბოლო წლების ტრადიცია დაარღვია და სამი ქულა მასპინძელს დაუტოვა.
თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, "სიტი" ამ სამ ქულას იმსახურებდა, თუმცა შედეგზე სერიოზული ზეგავლენა იქონია ჯონათან მოსის სუსტმა მუშაობამ. 42 წლის არბიტრმა ორი საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო.
პირველ ტაიმში საჯარიმოში მან ნასტასიჩს ლუკაკუსთვის ხელის კვრა აპატია, რის შემდეგაც ბელგიელი, სრულიად ლოგიკური იყო, რომ მიწაზე გაიშხლართა. მეორე ნახევარში კი მან საბალეტასა და კოულმენის ფიზიკური კონტაქტი შეაფასა პენალტად.
ნეიტრალური გულშემატკივარი დაგვეთანხმება, რომ წესის დარღვევა არ ყოფილა. დარტყმით
არგენტინელი თავდამსხმელი განსაკუთრებით პირველ ტაიმში აქტიურობდა. მას ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა ერთხელ ბურთს ფეხი ააცილა, მეორედ კი უკეთეს პოზიციაში მდგომ ნეგრედოს პასი არ მისცა და მომენტი ქარს გაატანა.
ლუკაკუს შედეგიანი დარტყმის გარდა, მომენტები "ევერტონსაც" კიდევ ჰქონდა, თუმცა განსაკუთრებული არაფერი.
მეტოქეთა თავკაცებმა შეხვედრა განსხვავებულად შეაფასეს.
"ჩვენს კარში დანიშნული პენალტი შეცდომა იყო. არბიტრმა განმეორებით უნდა ნახოს მომენტი და საკუთარ თავს მაინც გამოუტყდეს, თუ რატომ გადაწყვიტა ასე. მსგავსი ეპიზოდების გამო პენალტები რომ ინიშნებოდეს, ფეხბურთის ყურება შეუძლებელი გახდებოდა," - განაცხადა რობერტო მარტინესმა.
"ევერტონისგან" განსხვავებით, მინიმუმ 4-5 აშკარა მომენტი გავანიავეთ. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი მოგების მიზეზი მხოლოდ ერთი, თუნდაც საეჭვო პენალტი არ ყოფილა," - დასძინა მანუელ პელეგრინიმ.
კაპიტნის 99-ე
"ლივერპული" "კრისტალ პალასს" მხოლოდ ეპიზოდურად აძლევდა სიმონ მინიოლესკენ გახედვის საშუალებას. ლონდონელები ბელგიელის კართან სიტუაციის გასამწვავებლად სწორედ ამ იშვიათ მომენტებს იყენებდნენ. ძირითადად კი, ბრძოლა სტუმართა ნახევარზე, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, საჯარიმოს მისადგომებთან მიმდინარეობდა.
"წითლების" ლიდერის მანტია ლუის სუარესმა მოირგო. მან სტუმართა მცველებს ცხოვრება გაუმწარა. ანგარიში ურუგვაელმა ეფექტური გოლით გახსნა. მან დარტყმა უკვე მიწაზე დაცემულმა შეძლო, რასაც არც მცველები ელოდნენ და მეკარემაც ამის გამო დააგვიანა რეაგირება.
ლუისს ორჯერ შეეძლო, საგოლე პასიც ჩაეწერა აქტივში, თუმცა პირველად მოზესმა რბილი დარტყმით ორი მეტრიდან ხარიხას გაარტყა, მეორედ სტარიჯმა - ძელს. სუარესის ბურთზე არანაკლებ ეფექტური იყო უკანასკნელის გოლიც. თავდამსხმელმა დემიენ დელეინის თავბრუ დაახვია, ირლანდიელი სამჯერ მოტყუვდა. შემტევმა ბოლო მომენტში ბურთი გაისწორა და ახლო მანძილიდან შორ კუთხეში დასცხო.
პირველი ტაიმის მიწურულს შეხვედრის არბიტრმა უხეში შეცდომა დაუშვა. რაჰემ სტერლინგის თეატრალური ვარდნის შემდეგ 11-მეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო, რადგან წესი აშკარად საჯარიმოს გარეთ დაირღვა.
სტივენ ჯერარდმა პრემიერლიგაში თავისი 99-ე გოლი გაიტანა.
"არწივებმა" ამ ყველაფერს მხოლოდ ერთხელ გასცეს პასუხი. გოლი საჯარიმოს გათამაშების შემდეგ თავურით დუაიტ გეილმა შეაგდო.
დუბლი უფსკრულის პირას
"მანჩესტერ იუნაიტედს" შეუძლია, ამ ბიჭის იმედი ჰქონდეს.
პირველ ტაიმში უკანმოუხედავი შეტევების შემდეგ "სანდერლენდმა" დავიდ დე ხეას კარზე ზეწოლა მეორეშიც განაგრძო. ზუსტად იმ მომენტში, როცა დევიდ მოიესს სახეზე შიში პირველად აღებეჭდა, უფსკრულის პირას მდგომი ჩემპიონი 18 წლის ადნან იანუზაიმ იხსნა.
ფეხბურთელმა, ვის სანაკრებო პერსპექტივებზეც უკვე ძალიან ბევრს მსჯელობენ, მთელ საფეხბურთო სამყაროს დაანახვა, რომ მისგან, აგული ერისთავის დიდი თეთრი ქვისა არ იყოს, შესანიშნავი კომპოზიცია შეიძლება გამოითალოს.
"შავი კატების" უპირატესობა ვახსენეთ და მოდი, ეს თემა ცოტა განვავრცოთ. მასპინძლებმა ანგარიში ვიდიჩის დაუდევრობის წყალობით გახსნეს. გარდნერს ბურთი სერბის ფეხიდან მიუვიდა და ახლო მანძილიდან გაიტანა.
მას ზუსტად სამ წუთში დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა ფილ ჯონსმა საკუთარი შეცდომა საჯარიმოში სარისკო, მაგრამ საჭირო ვარდნით გამოისყიდა.
33-ე წუთზე "იუნაიტედის" მორღვეული ციხე-სიმაგრე კიდევ ერთხელ უნდა დაცემულიყო, მაგრამ ტანმორჩილი ჯაკერინის (167 სმ) თავური დე ხეამ ფანტასტიკურ ნახტომში მოიგერია.
ტაიმის ბოლოს ჯერ ალტიდორს, მერე ჯონსონს შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, თუმცა არ გამოუვიდათ.
მეორე ნახევარი უკვე იანუზაის ნიშნით წარიმართა. თინეიჯერმა ვარსკვლავმა ჯერ ყვითელი დაიმსახურა საჯარიმოში საპენალტედ ცრუ ვარდნისთვის, მერე კი ერთიმეორეზე უკეთესი გოლები გაიტანა და თანაც, ორივე თითო შეხებით.
მოურინიოს საიდუმლო იარაღი
კვირას საღამოს ჩემპიონატის ლიდერთაგან პირველმა "ჩელსიმ" ითამაშა. შეხვედრა სტუმართა შეტევებით დაიწყო და პირველივე რეალური საგოლე სიტუაცია შედეგიანად დასრულდა.
ოსკარმა ბას გარჯა დაუფასა და ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა "იადონების" კარის ბადეში.
ჩეხი კარგა ხანს იდგა უსაქმოდ, მაგრამ როცა გუნდს დასჭირდა, მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და ჰაუსონს დაახლოებით ერთი მეტრიდან აუღო დარტყმა. ცუდად ითამაშა ამ სიტუაციაში ლუისმა, ვინც მეტოქეს დარტყმის საშუალება მისცა. ბრაზილიელივე ჩავარდა 68-ე წუთზე, როცა პილკინგტონმა თავურით გაათანაბრა.
"ჩელსი" შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა და მასპინძელთა მცველებმა იხსნეს.
ჯერ იყო და ბასონგმა საკუთარ კართან აზარს იდეალურად დაუგორა ბურთი დასარტყმელად, მერე კი ვილიანისთვის ხელის შეშლა ვერ მოახერხა ვერავინ. ბრაზილიელმა შორეულ კუთხეში ულამაზესი ტრაექტორიით ჩაუშვა ბურთი.
ჩრდილოლონდონელთა მძიმე კვირა
საღამოს დარჩენილ ორ წყვილში ოთხიდან 3 ლონდონური გუნდი თამაშობდა.
"უაით ჰართ ლეინზე" "ტოტენჰემი" დერბიში საკადრო პრობლემებით შეწუხებულ "ვესტ ჰემთან" უშანსოდ დამარცხდა. ანდრე ვილაშ ბოაშს ვერც იმან უშველა, რომ შეცვლაზე სამი მაღალი დონის ფეხბურთელი ჩართო თამაშში.
"ჩაქუჩებმა" თანაქალაქელები ზუსტად 14-წლიანი პაუზის შემდეგ დაამარცხეს საკუთარ ბუნაგში.
"ვესტ ბრომვიჩი" "იუნაიტედის" შემდეგ მეორე გრანდის დამარცხებასაც გეგმავდა, თუმცა "არსენალმა" მას ამის უფლება არ მისცა.
"ჩელსისა" არ იყოს, შეხვედრა აქაც შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გადაარჩინეს. ახლად ტრავმამოშუშებულმა ტომაშ როსიცკიმ მოედანზე გასვლიდან ზუსტად ოთხ წუთში უილშირს გაატანინა.
ინგლისი. პრემიერლიგა. VII ტური
სიტი-ევერტონი 3:1
გოლები: 0:1 ლუკაკუ (16), 1:1 ნეგრედო (17), 2:1 აგუერო (45), 3:1 ჰოვარდი (69-ს.კ-ში)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, კომპანი (34. ნასტასიჩი), ლესკოტი, კოლაროვი (58. კლიში) - ფერნანდინიო, ი. ტურე - დ. სილვა, აგუერო (79. ნასრი), მილნერი - ნეგრედო
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, იაგიელკა, დისტენი, ბეინსი - მაკარტი, ოსმანი (63. გიბსონი) - მილარიაში (63. დეულოფეუ), ბარკლი, ნეისმიტი - ლუკაკუ (82. კონე)
შენიშვნა: 69-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა აგუერომ
გაფრთხილება: კომპანი, მილნერი, დ. სილვა, საბალეტა, ფერნანდინიო - დისტენი, ჰოვარდი, კოულმენი, ნეისმიტი
კარში დარტყმა: 18-12 (6-5) კუთხური: 8-1 თამაშგარე: 3-4 ჯარიმა: 15-10 ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 47 267
კარდიფი-ნიუკასლი 1:2
გოლები: 0:1 რემი (30), 0:2 რემი (38), 1:2 ოდემვინგე (58)
კარდიფი (4-2-3-1): მარშალი - ტეოფილ-კეტრინი, კოლკერი, ტერნერი, ტეილორი - მედელი, გუნარსონი - უიტინგჰემი, კიმი (46. მატჩი), ოდემვინგე (81. მაინარდი) - კემპბელი (66. ბელამი)
ნიუკასლი (4-4-2): კრული - დებუში, კოლოჩინი, უილიამსონი, სანტონი - ტიოტე, კაბაი (86. ბენ არფა), გუფრანი, სისოკო - სისე, რემი (71. ხონასი)
გაფრთხილება: გუნარსონი
კარში დარტყმა: 15-25 (2-10) კუთხური: 3-3 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 11-8 ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 27 538
ფულჰემი-სტოკი 1:0
გოლი: 1:0 ბენტი (83)
ფულჰემი (4-4-1-1): სტოკდეილი - რიტერი, სენდეროსი, ჰანგელანდი (46. რიჩარდსონი), ამორებიეტა - სიდუელი, კარაგუნისი (60. დ. ბოატენგი), დაფი, კასამი - რუისი - ბერბატოვი (66. ბენტი)
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი - კემერონი, შოუკროსი, ჰუთი, პიტერსი - უილსონი (59. უელანი), უოლტერსი (84. კრაუჩი), ნზონზი, აირლანდი - ეთერინგტონი (63. ასაიდი), არნაუტოვიჩი
გაფრთხილება: ამორებიეტა, რიჩარდსონი, სენდეროსი - უელანი, უოლტერსი
კარში დარტყმა: 11-19 (2-3) კუთხური: 7-5 თამაშგარე: 6-5 ჯარიმა: 11-13 ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 24 634
ჰალი-ასტონ ვილა 0:0
ჰალი (4-4-2): მაკგრეგორი - როსენიორი, დევისი, დიანე-ფაიე, ფიგეროა - ლივერმორი, ჰადლსტოუნი, ელმოჰამადი (85. მეილერი), ქუინი (69. ბოიდი) - გრემი, ალუკო (69. საგბო)
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ბაკუნა, ვლაარი, კლარკი, ლუნა - ვესტვუდი (74. ტონევი), დელფი, ელ აჰმადი - ვაიმანი, კოზაკი, აგბონლაჰორი (75. ბოუერი)
გაფრთხილება: როსენიორი, კ. დევისი - ვესტვუდი
კარში დარტყმა: 13-15 (1-4) კუთხური: 7-7 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 7-11 ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 24 396
ლივერპული-პალასი 3:1
გოლები: 1:0 სუარესი (13), 2:0 სტარიჯი (17), 3:0 ჯერარდი (38-პენ), 3:1 გეილი (76)
ლივერპული (4-4-2): მინიოლე - ენრიკე, სახო (67. აგერი), შკრტელი, კ. ტურე - ჯერარდი, ჰენდერსონი, სტერლინგი, მოზესი (66. ლ. ალბერტო) - სუარესი, სტარიჯი (88. ასპასი)
პალასი (4-3-3): სპერონი - ვორდი, მარიაპა, დელეინი, მოქსი - ოკიფი, ჟედინაკი, პანჩეონი - კებე (46. გეილი), ჯერომი (46. კამპანია), შამახი (68. ბოლასი)
გაფრთხილება: სტერლინგი, ასპასი - ოკიფი
კარში დარტყმა: 20-13 (7-2) კუთხური: 10-3 თამაშგარე: 5-1 ჯარიმა: 11-6 ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 44 721
სანდერლენდი-იუნაიტედი 1:2
გოლები: 1:0 გარდნერი (5), 1:1 იანუზაი (55), 1:2 იანუზაი (61)
სანდერლენდი (4-2-3-1): ვესტვუდი - ჩელუსტკა, ოში, რობერჟი, კოლბეკი - კი (74. უიკჰემი), კატერმოული - გარდნერი (56. ლარსონი), ა. ჯონსონი (64. დონ ვონი), ჯაკერინი - ალტიდორი,
იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - რაფაელი (86. სმოლინგი), ფ. ჯონსი, ვიდიჩი, ევრა - კლევერლი, კერიკი, ნანი (77. უელბეკი), იანუზაი (77. ვალენსია) - რუნი, ვან პერსი
გაფრთხილება: გარდნერი, ოში - რუნი, იანუზაი, ვიდიჩი, რაფაელი
კარში დარტყმა: 7-20 (2-6) კუთხური: 4-4 თამაშგარე: 1-3 ჯარიმა: 15-13 ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 45 426
ნორვიჩი-ჩელსი 1:3
გოლები: 0:1 ოსკარი (4), 1:1 პილკინგტონი (68), 1:2 აზარი (85), 1:3 ვილიანი (86)
ნორვიჩი (4-4-2): რადი - მარტინი, ტერნერი, ბასონგი, ოლსონი - ფერი, ტეტი, ჰაუსონი, პილკინგტონი - სნოდგრასი (81. რედმონდი), ვან ვოლფსვინკელი (73. ჰუპერი)
ჩელსი (4-4-1-1): ჩეხი - ივანოვიჩი, ლუისი, ტერი, კოული (75. აზარი) - ლემპარდი, რამირესი - ოსკარი, მატა (81. ვილიანი), შიურლე - ბა (73. ეტოო)
გაფრთხილება: ტეტი - ოსკარი
კარში დარტყმა: 17-30 (3-8) კუთხური: 4-6 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 12-9 ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 26 840
საუთჰემპტონი-სუონსი 2:0
გოლები: 1:0 ლალანა (19), 2:0 ჯ. როდრიგესი (83)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ბორუცი - კლაინი, ლოვრენი, ფონტე, ფოქსი - შნაიდერლინი, ვანიამა - ს. დევისი (89. დო პრადო), ლალანა, ოსვალდო (58. ვორდ-პრაუსი) - ლამბერტი (68. ჯ. როდრიგესი)
სუონსი (4-2-3-1): ვორმი - რანხელი, ჩიკო, ამატი, ბ. დევისი - კანიასი, შელვი - დაიერი, რუტლეჯი (67. პოსუელო), მიჩუ - ბონი
გაფრთხილება: ფონტე, ლოვრენი, ვანიამა - კანიასი
კარში დარტყმა: 16-24 (4-7) კუთხური: 7-4 თამაშგარე: 5-1 ჯარიმა: 13-8 ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 28 570
ტოტენჰემი-ვესტ ჰემი 0:3
გოლები: 0:1 რიდი (67), 0:2 ვას ტე (73), 0:3 მორისონი (80)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, დოუსონი, ვერტონგენი, ნაუტონი (81. ჰოლტბი) - დემბელე, პაულინიო - სიგურდსონი (62. ლამელა), ერიკსენი (74. სოლდადო), ტაუსენდი - დეფო
ვესტ ჰემი (4-2-3-1): იასკელაინენი - დემელი, ტომკინსი, რიდი, რაცი - ნოუბლი (90. ობრაიენი), მორისონი - დიამე (80. კოლინსი), ნოლანი, დაუნინგი - ვას ტე (86. ჯ. კოული)
გაფრთხილება: -
კარში დარტყმა: 18-20 (4-5) კუთხური: 6-7 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 5-9 ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 35 977
ვესტ ბრომვიჩი-არსენალი 1:1
გოლები: 1:0 იაკობი (42), 1:1 უილშირი (63)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): მაიჰილი - ბ. ჯონსი, მაკაული, ოლსონი, რიჯუელი - მულუმბუ, იაკობი - ბერაინო, სესინიონი (78. მორისონი), ამალფიტანო (89. ბრანტი) - ანელკა (69. ლონგი)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - ჯენკინსონი, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი - ფლამინი, არტეტა - რემსი (59. როსიცკი), იოზილი, უილშირი - ჟირუ (86. ბენდტნერი)
გაფრთხილება: ოლსონი - ფლამინი, უილშირი
კარში დარტყმა: 16-19 (4-5) კუთხური: 6-2 თამაშგარე: 4-2 ჯარიმა: 6-11 ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 24 839
ბომბარდირები: 6 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული), 5 - ლოიკ რემი (ნიუკასლი) 4 - კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა), ოლივიე ჟირუ (არსენალი), აარონ რემსი (არსენალი), იაია ტურე (მანჩესტერ სიტი)
მომდევნო ტური
19 ოქტომბერი:
ნიუკასლი-ლივერპული, არსენალი-ნორვიჩი, ჩელსი-კარდიფი, ევერტონი-ჰალი, მანჩესტერ იუნაიტედი-საუთჰემპტონი, სტოკი-ვესტ ბრომვიჩი, სუონსი-სანდერლენდი, ვესტ ჰემი-მანჩესტერ სიტი.
20 ოქტომბერი:
ასტონ ვილა-ტოტენჰემი
21 ოქტომბერი:
კრისტალ პალასი-ფულჰემი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"