ფილ იაგიელკა: ეშლი კოული დღემდე საუკეთესოა

AutoSharing Option
ფილ იაგიელკა და ლეიტონ ბეინსი "ევერტონში" 6 წლის წინ ერთდროულად გადავიდნენ. მას შემდეგ ფეხბურთელებს, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, გვერდიგვერდ 200-ზე მეტი თამაში აქვთ ჩატარებული.

სხვამ ვინ უნდა იცოდეს უკეთ ბეინსის ფასი, თუ არა მისმა თანაგუნდელმა?

თუმცა, მიუხედავად მეგობრული ურთიერთობისა, იაგიელკა ობიექტურობის გრძნობას არ კარგავს და აცხადებს, რომ ინგლისში საუკეთესო მარცხენა მცველად 33 წლის ეშლი კოულს მიიჩნევს. სოციალურ ქსელებსა თუ საგაზეთო სტატიებში უკვე არაერთხელ დაიწერა, რომ უკანასკნელის გამოჯანმრთელების შემდეგაც კი როი ჰოჯსონის გუნდის ძირითადში ბეინსმა ადგილი აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს. აი, რა უთხრა
ფეხბურთელმა "დეილი სტარს":

- ჩემი აზრით, კოული ბოლო დროს იმდენად კარგად თამაშობს, რომ ძირითადიდან ამოგდებას არ იმსახურებს. ამას ხმამაღლა ვამბობ, იმის მიუხედავად, რომ ბეინსი ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია. გუნდში ადგილი გაქვს ან არა, და შეიძლება კუთვნილი მაშინაც კი დაკარგო, როცა არასწორად არაფერი გიკეთებია.

მიზეზი შეიძლება ძალიან უბრალო იყოს, ის, რომ მწვრთნელებს შენზე მეტად, უბრალოდ, სხვა მოსწონთ. ბეინსი "ევერტონში" კარგად თამაშობს, თუმცა ფეხბურთელი, ვისი გზიდან ჩამოშორებაც მას უწევს ნაკრებში მოსახვედრად, ასევე ძალიან ძლიერია და განსაკუთრებით მაშინ, როცა ინგლისის ღირსებას იცავს
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რიგითი ჰარტის დასაცავად: ჯონ რადი თანაგუნდელის გამხნევებას ცდილობს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული