უეინ რუნი: გასულ სეზონში ნახევარდაცვაში მაყენებდნენ და ეს არ მინდოდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა უეინ რუნიმ დაადასტურა, რომ გასულ სეზონში მოედანზე საკუთარი პოზიციით უკმაყოფილო იყო.

"ჩემს პოზიციად თავდასხმის ცენტრს მივიჩნევ. ყველამ იცოდა კლუბში, სად მინდოდა თამაში, მაგრამ სხვა პოზიციაზე მაყენებდნენ და ამის გამო განაწყენებული ვიყავი.

ნახევარდაცვაში მაყენებდნენ და ეს არ მინდოდა. ზოჯერ საკუთარი კარიერის გამო ეგოისტი უნდა იყო.

როცა ნახევარდაცვაში ვთამაშობდი, ვგრძნობდი, რომ ნორმალურად ვმოქმედებდი, მაგრამ იქ თამაში არ მინდოდა. ვგრძნობდი, რომ ვიმსახურებდი ჩემს პოზიციაზე თამაშს, თუმცა ასე არ ხდებოდა.

ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი და მგონი, ეს ზოგიერთ შეხვედრაზეც აისახა. ვიცი, რომ
გასული სეზონი ჩემთვის საუკეთესო არ იყო, მაგრამ ეს იმიტომ ხდე
ბოდა, რომ სხვადასხვა პოზიციაზე ვთამაშობდი.

თავდასხმის ხაზში რამდ
ენიმე მატჩი ზედიზედ არ ჩამიტარებია, ხოლო, როცა დიდი ხნის განმავლობაში ერთ პოზიციაზე არ თამაშობ, საკუთარ ფუნქციებს ვერ ეჩვევი", - თქვა რუნიმ.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული