დენი მერფი ფეხბურთიდან წავიდა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების (9 თამაში, 1 გოლი), "ქრიუს" (1993/97) "ლივერპულის" (1997/2004), "ჩარლტონის" (2004/06), "ტოტენჰემის" (2006/07), "ფულჰემისა" (2007/12) და "ბლექბერნის" (2012/13) ყოფილმა ნახევარმცველმა, 36 წლის დენი მერფიმ მოულოდნელად ფეხბურთიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.

ზაფხულში "ივუდ პარკიდან" წასვლის შემდეგ ის ისედაც უგუნდოდ იყო. ფეხბურთელმა კარიერის განმავლობაში ყველა ტურნირზე და ყველა ლიგაში ერთად აღებული 600-მდე თამაში ჩაატარა და 80-მდე გოლი გაიტანა.

"გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მივიღე, უბრალოდ, აქამდე ამას ხმამაღლა არ ვამბობდი. ასე რომ, დღეიდან უკვე პენსიაზე ვარ. დიდ ფეხბურთში თითქმის 20 წელიწადი გავატარე.
შესანიშნავი კარიერა მქონდა და ნამდვილად ამაყად შემიძლია უკან მიხედვა,"
- განაცხადა ფეხბურთელმა. კარიერის დასრულების შემდეგ ის სამწვრთნელო ლიცენზიის მოპოვებას გეგმავს.

მერფის კარიერის განმავლობაში მოუგია: ასოციაციის თასი (2001), ლიგის თასი (2001, 2003), ინგლისის სუპერთასი (2001), უეფას თასი (2001), ევროპის სუპერთასი (2001). ორჯერ, 2001 წლის ნოემბერსა და 2005 წლის სექტემბერში კი ის პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დენი მერფის დარჩენა უნდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ფეხბურთმა დაანება ამას თავი? :)))))))))))
gerrard
11:04 11-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული