"ენფილდ როუდის" რეკონსტრუქციას პრობლემებს ღამურები უქმნიან

AutoSharing Option
"ლივერპულის" ხელმძღვანელობა საშინაო სტადიონის რეკონსტრუქციის სამზადისში მოულოდნელ სირთულეებს გადააწყდა.

"წითლების" ბოსები უკვე აწესრიგებენ საჭირო საბუთებს და ათანახმებენ ხელისუფლებასთან "ენფილდის" რეკონსტრუქციის საკითხს. კლუბს სურს არენაზე ადგილების რაოდენობა 60 ათასამდე გაზარდოს. ამჟამად კი სტადიონი მხოლოდ 45,5 ათასს იტევს.

თუმცა, სანამ მერსისაიდელები საქმეს შეუდგებიან, ყველა არსებული კანონის გათვალისწინება მართებთ, რომელთაგან ერთი კლუბს ავალდებულებს, არ მიაყენოს თავისი საქმიანობით ზიანი არენის მიმდებარე ტერიტორიაზე მობინადრე... ცხოველებს. ინგლისური კანონებით კი, ფაუნის ერთერთი პატივსაცემი წარმომადგენელი ღამურაა.

მფრინავი ძუძუმწოვრები კარგა ხანია, რაც "ენფილდ როუდის" სიახლოვეს ბინადრობენ და ზოგჯერ, სულაც
არენაზე თამაშის დროს გამოჩენით ახალისებენ "ლივერპულის" ფანებს.

ლივერპულელი სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ღამურები სტადიონის კედლებშიც არიან დაბუდებულნი. ყოველ შემთხვევაში, ეკოლოგებმა და ქალაქის ხელმძღვანელებმა უკვე გააფრთხილეს კლუბი, რომ არენაზე მიმდინარე სამუშაოები ღამურების ყოფაზე ნეგატიურად არაფრის დიდებით უნდა აისახოს.

"ლივერპულის" ბოსებს ისღა დარჩენიათ, თავიანთ გეგმებში, ცხოველთა სამყაროს ინტირესების გათვალისწინებით, გარკვეული ცვლილებები შეიტანონ.

მომზადებულია The Mirror-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული