ერთ-ერთ მიზეზად, თუ რატომ ვერ მოახერხა ინგლისის ვიცე-ჩემპიონმა გუნდური მექანიზმის გამართვა, მიმომხილველთა ნაწილი ესპანელის იძულებით შვებულებას უკავშირებს. ჩვენი აზრით, ეს სიტუაციის მეტისმეტად გამარტივებას უფრო ჰგავს, რადგან ბოლო წლების "სიტი" ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არასოდეს ყოფილა.
სილვას ესპანეთში დაბრუნებაზე ლაპარაკი დიდი ხანია მიდის. ჟურნალ "სპორტს უიტნესის" მტკიცებით, "რეალი" მზად არის, ფეხბურთელში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა დავიდი მსგავს სცენარს გამორიცხავს. მან
"მირჩევნია, მსგავს თემებზე კომენტარის კეთება საერთოდ არ მიწევდეს. გეტყვით, რომ მანჩესტერში ძალიან ბედნიერი ვარ. მსგავსი ისტორია ყოველ წელს მეორდება. შენ შესახებ ვრცელდება ხმები, შენ კი იძულებული ხდები, მათ ყურადღება არ მიაქციო. "სიტისთან" კონტრაქტი ცოტა ხნის წინ განვაახლე. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ თავს ამ კლუბში კომფორტულად ვგრძნობ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"