"ლივერპულის" კაპიტანი ოცნებაზე უარს ვერ ამბობს

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის ნაკრების კაპიტან სტივენ ჯერარდს 15 ოქტომბერს პოლონეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის გადამწყვეტი შესარჩევი თამაში ელის, 33 წლის ფეხბურთელმა "ლივერპულზე" სასაუბროდ დრო მაინც გამონახა.

სტივის თქმით, მთავარია, მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნება მოახერხოს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სეზონი "ევერტონზე" მაღლა დაამთავროს. ვეტერანი უარს არ ამბობს უფრო სერიოზული ამოცანებისთვის ბრძოლაზე, თუმცა ამ ეტაპზე თანახმაა, მინიმუმსაც დაჰყაბულდეს. აი, რას ამბობს ის:

- ჩემი ბავშვობისდროინდელი უსაყვარლესი კლუბის კაპიტანი ვარ. "ლივერპულის" ნებისმიერ თანამშრომელთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ჩემს აზრს, პრაქტიკულად, ყველა უწევს ანგარიშს, მიუხედავად
იმისა, რომ არასოდეს მიმიღია გადაწყვეტილებები ფინანსურ სფეროში. მიუხედავად გარკვეული იმედგაცრუებებისა, ჩემი გული "ლივერპულს" ეკუთვნის და ეს სრულებით საკმარისია. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ "ენფილდზე" სულ უფრო ცოტა დრო მრჩება სათამაშოდ.

ფეხბურთელები გულშემატკივარს იმედებს ხშირად ვუცრუებდით, რაც ძნელად თუ გვეპატიება. შანსი, რომ ფანებს ის სიხარული ვაჩუქოთ, რასაც იმსახურებენ, ჯერჯერობით არ გვაქვს. თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, ყოველი წარუმატებლობის შემდეგ გავითვალისწინოთ დაშვებული შეცდომები. ჩვენს მონდომებას გულშემატკივრები თამაშის შემდეგ ალბათ გრძნობენ კიდეც.

პირად პასუხისმგებლობას ყოველთვის ნათლად ვგრძნობ, როცა მოედანზე გავდივარ. ვცდილობ, არ ვილაპარაკო პრემიერლიგაში გამარჯვების შანსებზე. სიმართლე რომ გითხრათ, რეალობის გათვალისწინებით, ოქროს მედალი უმთავრესი მიზანი ნამდვილად არ არის. მთავარია, სეზონი ჩემპიონთა ლიგის ზონაში და უპრინციპულეს მეტოქეებზე ზემოთ დავასრულოთ
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სტივენ ჯერარდი: ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვხვდეთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული