გარეთ ბერი: "ევერტონში" დარჩენა მინდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიდან" ცენტრალური ნახევარმცველების სიჭარბეს გაქცეულმა 32 წლის გარეთ ბერიმ "ევერტონში" იპოვა თავშესაფარი და შესანიშნავადაც ათამაშდა. ის, რომ ასაკის მიუხედავად, თამაში ჯერ კიდევ მაღალ დონეზე შეუძლია, ფეხბურთელმა "ჩელსისთან" IV ტურის შეხვედრაშივე დაამტკიცა.

იმ დღეს მან ლონდონელ მეტოქეებს თავბედი აწყევლინა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ფეხბურთელს იმედი ჰქონდა, რომ ფორმაში შესულს როი ჰოჯსონი ნაკრებში დააბრუნებდა, თუმცა ჩერნოგორიასთან და პოლონეთთან შეხვედრებისთვის ის განაცხადს მიღმა აღმოჩნდა. ამ დღეებში ბერიმ, პრაქტიკულად, დაადასტურა, რომ საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგაც "გუდისონ პარკზე" გეგმავს დარჩენას.

ბერის
"სიტისთან" ხელშეკრულება მომავალის წლის ზაფხულში უმთავრდება, ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე კი ფეხბურთელს, საკუთარი სურვილისამებრ, შეუძლია დაინტერესებულ კლუბებთან მოლაპარაკებების წამოწყება. როგორც ჩანს, "ევერტონთან" წინასწარ კონტრაქტზე ხელის მოწერას ის იანვარში გეგმავს:

"ევერტონში" გადასვლა ჩემთვის მხოლოდ მეორე ტრანსფერია კარიერაში. თავის დროზე "სიტიში" ფეხის მოსაკიდებლად დიდი დრო დამჭირდა, "ევერტონში" კი ყველაფერს იოლად ავუღე ალღო. აქაურები თბილად შემხვდნენ. ამასთან, ჩემი სტილის ფეხბურთელი მთავარ მწვრთნელსაც სჭირდება. ხოლო როცა შრომას გიფასებენ, ყოველთვის სასიამოვნოა. მეც მომწონს ის როლი, რომელსაც აქ ვასრულებ და შესაბამისად, ბედნიერი ვიქნები, თუკი დარჩენის შანსი მომეცემა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული