"კარდიფის" მალაიზიელმა მეპატრონემ სპორტულ დირექტორად თავისი ვაჟის 23 წლის ყაზახი მეგობარი დანიშნა

AutoSharing Option
"კარდიფის" მესაკუთრემ, მალაიზიელმა ბიზნესმენმა ვინსენტ ტანმა რამდენიმე დღის წინ არაადეკვატური ნაბიჯი გადადგა. ისე, რომ მთავარი მწვრთნელისთვის, მალკი მაკაისთვის რჩევა არ უკითხავს, გაათავისუფლა სპორტული დირექტორი იან მუდი. მის ნაცვლად კი პოსტი ტანის უფროსი ვაჟის მეგობარმა, 23 წლის ყაზახმა ალიშერ ასპალიამოვმა ჩაიბარა.

ცხადია, პრესა დაინტერესდა, ვინ არის ასპალიამოვი და რას წარმოადგენს. აღმოჩნდა, რომ ის აქამდე ტანის საფეხბურთო მრჩევლად მუშაობდა. მუდი მაკაის არა უბრალოდ კარგი მეგობარი, არამედ მისი უპირველესი მრჩეველი იყო. ცხადია, მილიარდერის დაუფიქრებელმა გადაწყვეტილებამ კლუბში სიტუაცია დაძაბა.

მაკაის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს "კარდიფის"
წამყვანმა ფეხბურთელებმა. პირველი, ვინც მწვრთნელს თანადგომა გამოუცხადა, კრეიგ ბელამი იყო. ორშაბათს კლუბის ოფისში სპეციალური შეკრება გაიმართა, რომელიც ხუთ საათს გაგრძელდა. ერთადერთი, რაც გაირკვა, არის ის, რომ მალკი მაკაი პოსტზე რჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული